სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • " არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!" - გამორჩეული ფრაზები 2023 წლის ეროვნული გამოცდებიდან

    " არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!" - გამორჩეული ფრაზები 2023 წლის ეროვნული გამოცდებიდან
    9 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.

    EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებმა ამ წლის ყველაზე გავრცელებული ფრაზები და ე.წ. მარგალიტები შეაგროვეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

    თბილისი:

    – არ ინერვიულო, რა, დედი.
    – შენ არ ინერვიულო, თორე მე მკიდია.

    – საყურეებიც მოვიხსნა?

    – მესამე სნიკერსს ჭამ, შვილო, შაქარი აგიწევს.

    რეგისტრაციის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შედის აბიტურიენტი ცენტრში:
    – ეს რა არხეინად მოსეირნობს, ამის გული და ნერვები მომცა.

    – ეს ფრჩხილები თქვენია?

    – ჩაგეცვა, შვილო, კაბა. დაემსგავსებოდი მოწაფეს.
    – ნაწნავზე თეთრი ბაფთაც ხომ არ გამეკეთებინა?!

    – ვეუბნებოდი ჩემს გოგოს, ისწავლე, დედიკო, შილაკი, ისე მომწონს გოგოები სალონებში რომ აკეთებენ, მაგრამ ამან იურიდიული აიჩემა!

    – ნეტა ჰარი პოტერი შედიოდეს (საგამოცდო პროგრამაში), მაგას ას ქულაზე დავწერდი!

    – არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!

    დაცვის თანამშრომლები აპლიკანტებს:

    – აბა, რომელი თემა გინდათ, რომ შეგხვდეთ, რომელზე ვაძლიერებთ ლოცვებს?
    – მოდი, ნუ გერიდება, მოდი!

    ბათუმი:

    – წამოით, ბიჭო, მაქ დგომით რას შობით?! შევიდეთ და შეეჩვევით გარემოს.

    აპლიკანტი მასწავლებლის დიალოგი კოლეგა გამოსაცდელთან:

    – რამდენ საათიანია გამოცდა?
    – 4-საათიანი
    – რა ამბავია, დამაგვიანდება სოფლის მარშუტკაზე!
    – ჩემთან დარჩი, თუ ძმა ხარ, დრო არ შეამცირებინო!

    ქუთაისი:

    – ბოვშს დოვუბარე 6 საათამდე არ დაგინახო გარეთ-თქვა, რაცხას დაწერს, დაწერს. აგრილებულში მაინც გამოვა;

    – მაყურებიეთ ჭიშკარზე, ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია;

    – ცოლის მოყვანას ყველაფერი ჯობს, ბიჭო!

    – კონტროლიორად არ მამუშავო მარტო და ჯარშიც ვარ წამსვლელი!

    წყარო: eduaris.ge