სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ აინტერესებთ, რომ ისვენებ და სანაპიროზე მაინც შარვალ-კოსტიუმით არ გინდა სიარული, გაჯარიმებენ" - რას წერს ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებით უკმაყოფილო რუსი ბლოგერი

    "არ აინტერესებთ, რომ ისვენებ და სანაპიროზე მაინც შარვალ-კოსტიუმით არ გინდა სიარული, გაჯარიმებენ" - რას წერს ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებით უკმაყოფილო რუსი ბლოგერი
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "თუ გინ­დათ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით ია­როთ, ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­გი­წევთ", - ასე­თია ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში შე­მო­ი­ღეს და პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან ამოქ­მედ­და.

    "ეს ად­გი­ლი უკვე იმ­დე­ნად სა­ში­ში და არა­კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­და, გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი არ ღირს და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მოს­ვლა", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუ­სე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში დრეს­კო­დის და­წე­სე­ბას.

    ყო­ველ წელს, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უამ­რა­ვი რუსი ბლო­გე­რი ჩა­დის. მათი ნა­წი­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის მე­ხოტ­ბეა, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს არ იმ­ჩნევს და "ყო­ველ მომ­დევ­ნო ჯერ­ზე კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ ტუ­რიზ­მის სფე­როს" უამ­რავ ბლოგ­სა და სი­უ­ჟეტს უძღვნის, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად აღ­წერს, რი­თაც აფხა­ზე­ბის აგ­რე­სი­ას იწ­ვევს.

    dzen.ru-ს ბლო­გე­რის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში "სი­ურპრი­ზე­ბით" დახ­ვდნენ: "შარ­შან, სო­ხუმ­ში, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მაჩ­ვე­ნეს ად­გი­ლი, სა­დაც მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა შე­მეძ­ლო, წელს რომ ჩა­ვე­დი, იგი­ვე ად­გი­ლას გა­ვა­ჩე­რე, მე­გო­ნა, უსაფრ­თხოდ, მაგ­რამ მო­ვიდ­ნენ და და­მა­ჯა­რი­მეს, თან გა­ღი­მე­ბულ­მა ამიხ­სნეს, გერ­ჩივ­ნოთ, ჯა­რი­მის გა­დახ­და, თო­რემ გე­ტყვი­ან, რომ ხელს უშლი და მან­ქა­ნას და­გი­ლე­წა­ვენ, შენ კი ვე­რა­ფერს ეტყვიო.

    მე­გო­ნა, ეს პირ­ვე­ლი სი­ახ­ლე იყო, რაც აფხა­ზეთ­ში დამ­ხვდა, მაგ­რამ ასე არ არის. ჩაც­მა­ზე დრეს­კო­დი და­უ­წე­სე­ბი­ათ. აფხა­ზე­თი რომ კავ­კა­სი­აა, იქ თა­ვი­ან­თი წე­სე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ, თურ­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით შეს­ვლა, მათი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად ით­ვლე­ბა, ამი­ტომ, ქა­ლებ­მაც და კა­ცებ­მაც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად უნდა ჩა­იც­ვათ, თო­რემ და­გა­ჯა­რი­მე­ბენ. თან პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცია ოც­მაგ­დე­ბა, არ მო­გეს­მათ.

    ად­გი­ლობ­რი­ვებს რო­გორ აც­ვი­ათ? მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად. მოკ­ლე ქვე­და ბოლო და ე.წ. ტოპი, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხილ­ვის თემა ხდე­ბა და აგ­რე­სია მოჰ­ყვე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მა­შინ­ვე გე­ტყვი­ან, მთის ადა­თებს გიხ­სე­ნე­ბენ და "ჯა­დოს­ნურ" სი­ტყვა апсуара-ს ამ­ბო­ბენ, რაც მათ ენა­ზე, მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი კო­დექ­სის დაც­ვას ნიშ­ნავს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, კავ­კა­სი­უ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჯერ კი­დევ ძლი­ე­რად არის ფეს­ვგად­გმუ­ლი...

    08:47 / 02-09-2023

    ამას­წი­ნათ, ჩემს წინ, ახალ­გაზ­რდა რუს გო­გო­ნებს მი­ად­გა მი­ლი­ცია. არ ვიცი, სად მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით იყ­ვნენ, ერთ ნა­ბი­ჯში მივ­დი­ვარ­თო, ეხ­ვეწ­ნენ, უღი­მოდ­ნენ, ლა­მის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მის­ცეს, მაგ­რამ არ გაჭ­რა. მი­ლი­ცი­ამ ისე­თი მკაც­რი სა­ხით და­ა­ჯა­რი­მა, მე­გო­ნა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი გა­როზგ­ვა იქ­ნე­ბო­და. უთხრა, რომ "გაფრ­თხი­ლე­ბა" თით­ქმის ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზეა და შე­უძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხონ. დიახ, არ აინ­ტე­რე­სებთ, რომ ის­ვე­ნებ და ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მა­ინც შარ­ვალ-კოს­ტი­უ­მით არ გინ­და სი­ა­რუ­ლი. თუ თქვენ და­დი­ხართ პლაჟ­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით, მა­შინ კა­ნონს არ­ღვევთ. "апсуара!"
    - ირო­ნი­უ­ლად წერს ბლო­გე­რი.

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფხა­ზე­ბი მას სას­ტი­კად აკ­რი­ტი­კე­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

    არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც თა­ვად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დრეს­კოდს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ აფხა­ზე­თი სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლია და სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ვის უნდა უკ­ვირ­დეს.

    "ასე აც­ვი­ათ სოჭ­ში, ად­ლერ­ში, სხვა სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლებ­ში, მაგ­რამ არა­ვის­თვის მენ­ტა­ლო­ბა არ წა­ურ­თმე­ვი­ათ. რა შე­მო­ი­ტა­ნეთ ეს ჩაც­მის შე­ზღუდ­ვა. აქამ­დე თუ არ გვა­ყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ახლა რა შე­იც­ვა­ლა?" - წერს ფა­ტი­მა სან­ღუ­ლია.

    "რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­ვი­გე, რომ ჩვენს "სა­ხალ­ხო გმირს", ია­რა­ღის მოყ­ვა­რულ ახრა ავი­ძ­ბა­საც ჰქო­ნია ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რე­ბი და კა­ტე­გო­რი­უ­ლად აუკ­რძა­ლავს იქ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში ჩაც­მუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის შეს­ვლა. ჯერ ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რომ იქ საგ­მი­რო საქ­მე­ებს ჩა­დის და აქ ბიზ­ნე­სი აქვს, რო­დის იც­ლის, რა­ნა­ი­რად, თუ ბრძო­ლა­ში "ცო­ცხალ გმირს" ცო­ტას უხ­დი­ან და აქაც მო­უნ­და შე­მო­სა­ვა­ლი. რუ­სე­თის დი­დე­ბის­თვის იბ­რძვის, მაგ­რამ მათი ცხოვ­რე­ბის წესი არ მოს­წონს? რა­ტომ გვე­გო­ნა, რომ მხო­ლოდ ზნე­ო­ბას და მა­ღალ მა­ტე­რი­ა­ლებს აღი­ა­რებ­და",- წერს "ია­სონ აფხა­ზი".

    ნა­წი­ლის თქმით, ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით სა­ნა­პი­როს გა­რეთ სი­ა­რულს ით­ვა­ლის­წი­ნებს, აქამ­დეც უნდა შე­მო­ე­ღოთ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ რუ­სე­ბი მათ ხში­რად ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ცო­ტაც და "ყვე­ლა­ნი ერთი კა­ნო­ნით იცხოვ­რე­ბენ და უნდა და­ი­ნა­ხონ, რომ ასე არ იქ­ნე­ბა".

    წყარო: ambebi.ge