სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კიტეს აქილევსის მყესი აწუხებს"- როდის დაბრუნდება კიტეიშვილი

    "კიტეს აქილევსის მყესი აწუხებს"- როდის დაბრუნდება კიტეიშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი კვლავ "შტურმის" რიგებში ირიცხება და მომავალი სეზონისთის მზადებას განაგრძობს. ავსტრიელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა Laola1-თან ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელის შესახებ გააკეთა კომენტარი:

    "რამდენად კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი პერიოდით? პრაქტიკულად ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ოთარ კიტეიშვილი ჩვენი საკვანძო ფეხბურთელია, რომელიც სათამაშოდ ჯერ მზად არაა და თითქმის ერთი წელი გაუცდა. ამას თუ არ ჩავთვლით ახალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ.

    ამ მომენტისთვის რთული სათქმელია როდის დაბრუნდება ოთარი. მას აქილევსის მყესის პრობლემები აქვს, რაც მოძრაობაში ხელს უშლის და დატვირთვებისთვის 100%-ით მზად არაა. ძნელია მისი დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება, მან ჯერ კიდევ უნდა გაიაროს სარეაბილიტაციო პერიოდი",
    - განაცხადა ილცერმა.

    2021 წლის სექტემბერში კიტემ მძიმე დაზიანება მიიღო და მოედანს მხოლოდ 2022 წლის მარტში დაუბრუნდა, მაგრამ, როგორც სჩანს, ქართველი ფეხბურთელისთვის ჯანმრთელობის პრობლემები არ დასრულებულა.