სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფსიქოლოგი - როდის მიმართავენ შვილები მშობლებს სახელებით

    ფსიქოლოგი - როდის მიმართავენ შვილები მშობლებს სახელებით
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხშირად პატარები მშობლებს სახელებით მიმართავენ. ფსიქოლოგი ია როზისი ამის რამდენიმე მიზეზს განმარტავს.

    „თქვენი შვილი მოგმართავთ სახელით, არ გეძახით დედას და მამას. მოდით, განვსაზღვროთ, რატომ იქცევა ბავშვი კონკრეტულად ასე - პირველი, მას აქვს პროტესტი, ვერ აღგიქვამთ მშობლად, დედად ან მამად. მასთან დროს არ ატარებთ, დაკავებული ხართ, შეიძლება მუშაობთ დილიდან საღამომდე და თქვენს შვილს ზრდის ძიძა, ბებია და ბაბუა. ბავშვს აკლია თქვენი სიყვარული, აკლია თქვენი შეხება, ბავშვს აკლია თქვენთან დიალოგი და მის გონებაში, როგორც მშობელი, აღქმული არ ხართ, ანუ, მისთვის არ გცალიათ.

    ჩემთან არის ხოლმე შემთხვევები, როცა მშობელი არ მუშაობს და დრო ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს ნებისყოფა იმისა, რომ ბავშვი გაასეირნოს, ეთამაშოს, მოუაროს, აჭამოს და მშობლის ფუნქცია მოირგოს...“ - განმარტავს ფსიქოლოგი.