სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბევრჯერ, სექსუალურად შევიწროების მცდელობის მსხვერპლი ვყოფილვარ...“ - "პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე მძიმე ცხოვრებაზე ალაპარაკდა

    "ბევრჯერ, სექსუალურად შევიწროების მცდელობის მსხვერპლი ვყოფილვარ...“ - "პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე მძიმე ცხოვრებაზე ალაპარაკდა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის კიდევ ერთი მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორი მერიემ გოგაშვილია.

    23 წლის ახალგაზრდა ქალი 15 მონაწილესთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

    "ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ვარ, რომელმაც თავისი ასაკისთვის ბევრი გამოიარა და ბევრს მიაღწია. პოლიციაში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. ბოლოს, თბილისის საკრებულოში ვმუშაობდი, დეპუტატის წარმომადგენელი ვიყავი. ამჟამად, კიბერუსაფრთხოებაში ვმუშაობ. ეს გადაცემა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხაა. არ ვიცი, რა იქნება... ცხოვრების რთულ პერიოდს გავდივარ. ადამიანებმა ყოველი რთული პერიოდის შემდგომ ცხოვრებაში რაღაც რისკი უნდა გასწიონ. ახლა ჩემი რისკი ისაა, რომ ცხოვრებას რადიკალურად ვცვლი.“ -ამბობს მერიემი.

    <მისი თქმით, ცხოვრების რთული გზა აქვს გავლილი, ყოფილა ძალადობის მსხვერპლიც...

    "ცხოვრებაში თინეიჯერები რასაც გადიან, ყველაფერი ვიცი, ყველაფერი მაქვს გამოვლილი... რთულ პერიოდში ვგულისხმობ მარტო ყოფნას, დეპრესიას, მეგობრების დაკარგვას, პირადი ურთიერთობის დამთავრებას, ბევრჯერ, სექსუალურად შევიწროების მცდელობის მსხვერპლი ვყოფილვარ... მარტო ძალიან ბევრი რამ გადამიტანია, რამაც გამაძლიერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის და არა მარტო, ძალიან საინტერესო მაგალითი ვიქნები.“ - ამბობს "პრაიმტაიმთან“ მონაწილე.

    შეგახსენებთ, რეალითი შოუ „რუსთავი 2-ის“ ეთერში 6 მარტიდან დაიწყება.

    წყარო: primetime.ge