სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნანუკა სტამბოლიშვილი ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება

    ნანუკა სტამბოლიშვილი ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ ქართველი ვარსკვლავი, ნანუკა სტამბოლიშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც 7-8 მარტს მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის დროს არის გადაღებული.

    „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ ნანუკა საზოგადოებაში თავის განსაკუთრებულ სილამაზესთან ერთად ცნობილია სამსახიობო ნიჭით. მისი დებიუტი თურქულ სერიალში შედგა. მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული ქვეყნისადმი იქიდანაც ჩანს, რომ თურქულ სერიალში იავნანა დიდი სიამაყით შეასრულა და ამით ქართველების მხარდაჭერაც მოიპოვა.

    ნანუკა სტამბოლიშვილი ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება