სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა

    ნახეთ მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხნიერი კატა იპოვეს. ის 31 წლისაა და ამიტომ შესაძლებელია გინესების რეკორდების წიგნშიც მოხვდეს. უხუცესი კატის შესახებ The Mirror-ი წერს.

    კატის პატრონმა, 72 წლის ლილა ბრისეტმა ის 1991 წელს აიყვანა და ცხოველს ფლოსი დაარქვა. მიუხედავად ასაკისა, შინაურ ცხოველს ყველა კბილი აქვს. იგი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ იყო ვეტერინართან: 1990-იან წლებში სტერილობისთვის და 2018 წელს, როცა კისტის ოპერაცია გაუკეთეს.

    კატას მხედველობა და სმენა დასუსტებული აქვს, თუმცა სხვა მხრივ საკმაოდ ძლიერია.

    კატის პატრონი ამბობს, რომ ფლოსის მთელი დღე ფანჯარასთან სძინავს. „ხშირად მიწევს იმის შემოწმება, ცოცხალია თუ არა და სუნთქავს. მისი სიკვდილი ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარ სიცარიელეს დატოვებს,”- ამბობს ლილა.

    „თავიდანვე ვიცოდი, რომ ფლოსი განსაკუთრებული კატა იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლს მსოფლიო რეკორდსმენს გავუზიარებდი“