ფსიქოლოგი: როგორ ვმართოთ ემოციები მშობლებმა

ფსიქოლოგი: როგორ ვმართოთ ემოციები მშობლებმა

კლინიკური ფსიქოლოგი ლორა მარკჰამი გვირჩევს: “ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის შემდეგ თქვენი, როგორც მშობლის პირველი მოვალეობა თქვენი ემოციების მართვაა”

მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხმამაღლა დაუყვირებენ ბავშვს, ის უფრო კარგად მიხვდება თავის დანაშაულს. სინამდვილეში კი საქმე სრულიად სხვაგვარადაა. ყვირილმა შეიძლება ბავშვი გარკვეული ხნით მართლაც დააწყნაროს, მაგრამ ეს მეთოდი მის ქცევას ვერ გამოასწორებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაც უფრო ხშირად უყვირით ბავშვს, ყვირილი მით უფრო ჩვეულებრივი მოვლენა ხდება მისთვის. ბავშვები კი ქცევის წესებს სწორედ ოჯახში სწავლობენ

ბოლო კვლევების მიხედვით ბავშვები, რომელთა მშობლებიც გამოსავალს მხოლოდ ყვირილში ხედავენ არიან უფრო აგრესიულები, შეშინებულები და დაუცველები

მაშინ, როცა ყვირილს თან შეურაცხყოფა ერთვის ბავშვი ემოციური ჩაგვრის მსხვერპლი ხდება, რასაც საბოლოოდ საკმაოდ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ

როგორ ავარიდოთ თავი ყვირილს?

  • როდესაც ძალიან გაბრაზდებით და ყვირილს დააპირებთ შეისვენეთ რამდენიმე წუთი, გაერიდეთ სიტუაციას და ღრმად ისუნთქეთ. ეს დრო დაგეხმარებათ დამშვიდდეთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ
  • გაანალიზეთ, რომ თქვენი, როგორც მშობლის პირველი მოვალეობა ემოციების მართვაა და თქვენ თქვენი შვილისთვის მაგალითი ხართ
  • არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები ბავშვურად იქცევიან და არ გქონდეთ დიდი მოლოდინები
  • ისაუბრეთ თქვენს ემოციებზე შვილთან და მიეცით მასაც საშუალება იგივე გააკეთოს
  • არ დასაჯოთ და შეარცხვინოთ ბავშვი ცუდი საქციელისთვის, ამის მაგივრად ესაუბრეთ მას იმ შედეგებზე რაც მის ქცევას შეიძლება მოჰყვეს
  • დაიმახსოვრეთ: ყვირილი სათქმელს უფრო ნათლად არ გამოხატავს !

გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა ეცადოთ არ უყვიროთ თქვენს შვილს, ეს შეიძლება მაინც მოხდეს. ამ დროს კი მნიშვნელოვანია როგორ მოიქცევით. საუკეთესო გამოსავალი ბოდიშის მოხდაა. თქვენი ამ საქციელით ბავშვი მიხვდება რომ შეცდომებს ყველა უშვებს და მთავარი ამ შეცდომების აღიარებაა.

ბლოგის ძებნა

გამოიწერეთ

მიიღე ახალი სტატიები ელ. ფოსტაზე