უნდა გავრეცხოთ თუ არა ხორცი?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ხორცი?

გარეცხვა ხშირად სისუფთავესთან არის გაიგივებული. ვრეცხავთ ტანსაცმელს, თეთრეულს, ჭურჭელს, მანქანას, ჩვენს თავებს. შესაბამისად, ხორცის გარეცხვა თითქოს ბუნებრივია.

საქმე ასე მარტივად არ არის და სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი სასურსათო უსაფრთხოების ნორმებს არ ვიცნობთ და არ ვიცავთ.

კამპილობაქტერია, ყველაზე გავრცელებული მომწამლავი ბაქტერიაა, რომელიც პატარა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. დიდ ბრიტანეთში, მაღაზიებში გასაყიდი ქათმების ნახევარი, დაბინძურებულია ამ ბაქტერიით. საქართველოში სტატისტიკა სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ ჩვენთან, ამ მხრივ, კიდევ უფრო უარესი სიტუაციაა, ხორცთან დაკავშირებული სასურსათო უსაფრხოების ნორმების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ ბრიტანული ნაციონალური ჯანდაცვის ორგანიზაციის (NHS) და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეკომენდაციებს იმის შესახებ, უნდა ვრეცხავდეთ თუ არა, ხორცს და ხილ-ბოსტნეულს.

ხორცი

ხორცის გარეცხვა არ არის რეკომენდირებული. ბაქტერია, რომელიც უმ ხორცზეა, იმდენად მყარად არის მიმაგრებული, რომ რამდენჯერაც არ უნდა გაავლოთ ის წყალში, არ მოშორდება. სამაგიეროდ, არსებობს, სხვა ტიპის ბაქტერიები, რომლებიც გარეცხვისას შეიძლება ხორციდან სამზარელოს სხვა ადგილებზე გადავიდეს. ორივე ტიპის ბაქტერია, საჭმლის დამზადების დროს, მაღალ ტემპერატურაზე კვდება, ამიტომ ხორცის გარეცხვას, ბაქტერიების დაბინძურების საშიშროების გარდა არაფერი არ მოაქვს.

მას შემდეგ რაც,ხორცს ხელით შეეხებით, ხელები, ძალიან კარგად, საპნით უნდა დაიბანოთ, რომ სხვა ნივთებსა და საჭმელზე არ გაავრცელოთ ბაქტერიები. ასევე, ძალიან კარგი გარეცხვა სჭირდება იმ ჭურჭელს (ქიმიური ხსნარით) და სამზარეულოს ზედაპირის იმ ნაწილს, რასთანაც ხორცს შეხება ჰქონდა.

ხილბოსტნეული

ხილ-ბოსტნეული უნდა გაირეცხოს კარგად, გამდინარე წყალში. მყარი კანის შემთხვევაში, მაგალითად, ვაშლის და კარტოფილის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სახეხი, რომ ჭუჭყი კარგად მოშორდეს. არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ ქიმიური ხსნარით ან საპონით.

ხილს და ბოსტნეულს, მოაჭერით დაბეჟილი ან გაფუჭებული ადგილები, რადგან ბაქტერიებს ზუსტად რომ ასეთი ადგილები უყვარს.

ბლოგის ძებნა

გამოიწერეთ

მიიღე ახალი სტატიები ელ. ფოსტაზე