ისპანახი – ძალიან სასარგებლო თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის

ისპანახი – ძალიან სასარგებლო თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის

ისპანახი ნამდვილი ბუნების საჩუქარია. ის საკვებად ვარგისია როგორც უმ, ისე მოხარშულ მდგომარეობაში და მიეკუთვნება იმ მცირე ბოსტნეულთა რიგს, რომლებიც სასარგებლო თვისებებს არც თერმულად დამუშავების შემდეგ კარგავენ.

ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, ბოჭკოს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას, ვიტამინ A-ს, ვიტამინ C-ს, ფოლიუმის მჟავას, თიამინს, ცილებს და კარბოჰიდრატებს.

ისპანახი ხელს უწყობს ბევრი დაავადების თავიდან აცილებას, როგორიცაა:

  • ავთვისებიანი სიმსივნე
  • ასთმა
  • სისხლის დაბალი წნევა
  • ძვლის დაავადებები
  • შეკრულობა
  • კანისა და თმის სტრუქტურის დარღვევები (თმის ცვენა, აკნე…)

გარდა ყველა ზემოთჩამოთვლილი სასარგებლო თვისებისა, ისპანახი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული საკვები. მისი დიეტურ რაციონში ჩართვა ძალიან ეფექტურია.

იმისათვის, რომ ისპანახი მაქსიმალურად ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში, გთავაზობთ რამდენიმე იდეას:

  • მაკარონი ისპანახით
  • წვნიანი ისპანახით
  • პიცა ისპანახით
  • დავამატოთ დონერსა და სენდვიჩში
  • ყველიანი და ისპანახიანი ღვეზელი
  • დავუმატოთ ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს

ვინ უნდა იყოს ფრთხილად ისპანახის მიღებასთან?

  • ვინც იღებს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს, მაგალითად როგორიცაა ვარფარინი.
  • ვისაც აწუხებს თირკმლის დაავადებები.

ბლოგის ძებნა

გამოიწერეთ

მიიღე ახალი სტატიები ელ. ფოსტაზე