ჯანჯაფილი ანუ კოჭა (ჯინჯერი) – მისი სასარგებლო თვისებები

ჯანჯაფილი ანუ კოჭა (ჯინჯერი) – მისი სასარგებლო თვისებები

ჯანჯაფილი, ანუ კოჭა ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში. ის სასარგებლოა გულისრევის, ტკივილისა და ანთებითი პროცესების შესამცირებლად. ჯანჯაფილს იყენებენ ჩაის დასაყენებლად, ასევე უმატებენ საკვებში ნედლად გახეხილს, ხოლო ტკბილეულსა და საკონდიტრო ნაწარმში –  ხმელს, ფხვნილის სახით.

ჯანჯაფილი ჯანმრთელობისათვის:

  • გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებისისას და შეკრულობისას.
  • გულისრევის შესამსუბუქებლად ღეჭავენ უმ ჯანჯაფილს ან მიირთმევენ მას ჩაის ნაყენთან შეზავებულს.
  • გრიპისა და გაციებისას ასევე სვამენ ჯანჯაფილის ნაყენს.
    მომზადების წესი: დაჭერით 20-40 გ ნედლი ჯანჯაფილი და ჩაყარეთ ჭიქა ცხელ წყალში. დაუმატეთ ერთი ნაჭერი ლიმონი და 1 ჩ.კ. თაფლი.
  • ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი – ჯორჯიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ჯანჯაფილის ყოველდღიურად მიღება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეულ ტკივილს 25%-ით ამცირებს. ის ასევე ამცირებს ტკივილს მენსტრულური ციკლის დროს.
  • მისი ხშირი გამოყენება ამცირებს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების შანსს.
  • ეფექტურია ოსტეოართრიტისას გამოვლენილი ანთების სამკურნალოდ.
  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს,

სასარგებლო შემადგენლობა:

იგი შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ბევრ ნივთიერებას, მათ შორის, C ვიტამინს, კალიუმს, რკინას, დიეტურ ბოჭკოს, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს, რიბოფლავინს, ნიაცინს, B6 ვიტამინს.

არ შეიცავს შაქარს!

რა უნდა ვიცოდეთ?

ჯანჯაფილის ყიდვისას დააკვირდით, მას უნდა ჰქონდეს ცოცხალი შესახედაობა და გლუვი ზედაპირი. შეინახეთ ის თხელი პლასტმასის კონტეინერით მაცივარში ან საყინულეში. გამოყენებისას მოაჭერით მას მხოლოდ გამოყენებისათვის საჭირო რაოდენობა და დანარჩენი კვლავ მაცივარში შეინახეთ.

ჯანჯაფილის გამოყენების იდეები:

  • დაამატეთ ის ხილის დაბლენდერებულ წვენებში
  • დაუმატეთ თევზეულს
  • დაუმატეთ წვნიანებს

როდის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე?

ჯანჯაფილის მიღება ექიმთან უნდა შეათანხმონ ორსულებმა, დიაბეტის, ნაღვლის ბუშტში ქვების მქონე ადამიანებმა. ასევე მათ, ვისაც სისხლის შედედების პრობლემა აქვთ.

ჯანჯაფილის მიღება არაა რეკომენდებული ასპირინთან და სხვა სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებთან კომბინაციაში.



სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროდუქტების სანახავად გადადით ბმულზე --> nido.ge/beurer/ 


ბლოგის ძებნა

გამოიწერეთ

მიიღე ახალი სტატიები ელ. ფოსტაზე