ორსულობის ადრეული ნიშნები

ორსულობის ადრეული ნიშნები

მოგეხსენებათ, რომ ორსულობა ყველა ქალბატონში განსხვავებულად მიმდინარეობს. ორსულობის ნიშნების გამოჩენა შესაძლებელია ნაყოფის ჩასახვიდან ერთ კვირაში, თუმცა არ არის აუცილებელი ეს ერთ კვირაში მოხდეს.

რა არის ადრეული ორსულობისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი ნიშნები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამერიკის ორსულთა ასოციაციამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მივიღეთ კონკრეტული შედეგი, კერძოდ:

  • გამოკითხულ ქალთა 29%-მა პირველ ნიშნად დაასახელა გამოტოვებული ციკლი.
  • 25%-მა დაასახელა გულისრევის შეგრძნება.
  • 17%-მა დაასახელა ცვლილება მკერდის არეში.

იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს ორსულობის ნიშნების ამოცნობა, შეგვიძლია ავხსნათ თითოეული მათგანი.

სისხლიანი გამონადენი/ სისხლიანი ლაქა:  ეს უკავშრდება იმპლანტაციას ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე. ძირითადად, ეს პროცესი ხდება ჩასახვიდან 6-12 დღეში.
რათქმაუნდა ზოგიერთი ქალბატონს საერთოდ არ აქვს მსგავსი სიმპტომები, თუმცა შესაძლებელია იყოს ორსულად.

გამოტოვებული ციკლი: ეს არის ყველაზე ხშირი მიზეზი რის გამოც ქალბატონები მიმართავენ ორსულობის ტესტს. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რამდენად შესაძლებელია იყო ორსულად და ამავდროულად გქონდეს ციკლი? ამ შემთხევაში შესაძლებელია იყოს სისხლიანი ლაქები, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ. ეს კი სრულიად განსხვავდება ციკლის დროს არსებული სისხლიანი გამონადენისგან.

გულისრევის შეგრძნება: ძირითადად, ამ სიმპტომს უჩივიან ორსულობის 2-8 კვირაში.
ხშირად პირველი ტრიმესტრის (ანუ ორსულობის 3 თვის) დასრულებისას ეს სიმპტომი ქრება, თუმცა შესაძლებელია მთელი ორსულობაც გაგრძელდეს.

სავსე/შესიებული მკერდი: ეს სიმპტომი ჩასახვიდან 1-2 კვირაში ჩნდება.

დაღლილობა: უამრავი ორსული ქალბატონი უჩივის დაღლილობას და ძილიანობას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ჰორმონების ცვლილებით.

ბოლოს, მინდა გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებული სიმპტომები არ არის იმის 100%-იანი დასტური, რომ ორსულად ხართ. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ სიმპტომების გამომწვევი შესაძლებელია საერთოდ სხვა რამ იყოს. ასე რომ, ყველა შემთხვევაში უმჯობესია მივმართოთ ექიმს.



საბავშვო პროდუქციის სანახავად გადადით ბმულზე --> nido.ge/bavshvistvis/


ბლოგის ძებნა

გამოიწერეთ

მიიღე ახალი სტატიები ელ. ფოსტაზე