რეცეპტები

ხაჭოს ნაყინი

ხაჭოს ნაყინი

რეცეპტის კატეგორია:

დესერტები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ხაჭო - 500 გ
  • შაქარი - 100 გ
  • მწიფე ბანანი - 3 ცალი
  • მარწყვი ან შოკოლადი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

ბანანი, ხაჭო და შაქარი დააბლენდერეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება, შემდეგ მოათავსეთ შესაბამის ჭურჭელში და შედგით მაცივარში.

პირველი სამი საათის განმავლობაში, საათში ერთხელ ურიეთ, რომ მასა თანაბრად გაიყინოს. ამის შემდეგ, აღარ მოურიოთ და ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ მაცივარში.

სპეციალური ფორმების მეშვეობით გაყინული მასა ამოიღეთ ჭურჭლიდან და მოათავსეთ სანაყინეში.

ხაჭოს ნაყინი შეგიძლიათ გააფორმოთ მარწყვით და მოასხათ გამდნარი შოკოლადი.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry