სტერეოტიპები ქალებზე

მანჰეტენი, ხედი ძალიან მაღალი სართულიდან. დიდი ზომის ლურჯი ფერის პერანგი გაცვია, ხელში ადუღებული ყავა გიჭირავს, მუხლებზე ლეპტოპი გიდევს და წერ. ალბათ ეს ყველაზე სასიამოვნო რამ არის, რაც შეიძლება თავს გადაგხდეს. არც ის გინდა, რომ იმაზე იოცნებო რაზეც ყველა ოცნებობს, არც ის გინდა არაფერზე იოცნებო და ისევ იქ, ადამიანებთან და იმ სიტუაციაში დარჩე სადაც ახლა ხარ. ამიტომ შენთვის შესაფერისი და ყველაზე საინტერესო სწორედ ეს სიტუაციაა.

თუ ვინმეს ქერი ბრედშოუ გაახსენდა, ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრებით, ასაკით და სტატუსით იმავე თემაზე ვწერ, რაზეც ერთ დროს ეს გამხდარი, მწეველი  გოგო წერდა.

ქალები ბევრნაირები არიან. ნუთუ შესაძლებელია ერთ პოსტში ან მოთხრობაში ან თუნდაც წიგნში ჩამოწერო ყველანაირი ტიპის ქალი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რაც შეუძლებელია ერთი შეხედვით შეიძლება მეორე შეხედვით შესაძლებელი იყოს. ხოდა მეც ვაპირებ, სულ მოკლედ ვთქვა ის ძირითადი რაღაც რაზეც იგება სტერეოტიპები ქალების შესახებ. Inspiration  არის ძველი ამერიკული ფილმი The way we were, სადაც ბარბარა სტრეიზანდი – Katie ხვეულთმიანი, ჭკვიანი, განსხვავებული, მომხიბლავი ქალია. თუმცა მისი შეყვარებული საცოლედ მაინც სწორთმიან, პრიმიტიულ, ინდივიდუალობისგან ძალიან შორს მყოფ მაგრამ ლამაზ ცოლს ირჩევს. ალბათ ყველას დაწყდა გული,  მაგრამ კარგია თუ ცუდია ეს ასეა რეალობაშიც.

ზოგიერთი ქალისთვის ყველაზე პრიორიტეტული ოჯახი, თავის მოვლა და ქმრის კალთებს ქვეშ ყოფნაა.

ზოგიერთისთვის პრიორიტეტული კარიერა, დამოუკიდებლობა, სიძლიერის შეგრძნებაა.

ზოგიერთისთვის კი ორივე, ძალიან კარგად ეთავსება ერთმანეთს. ჩემი დიდი სურვილის და რეალობის 10 %ის გათვალისწინებით მჯერა, რომ როდესმე ასეთი ქალი ვიქნები. ჩემი აზრით, არასდროს უნდა დაგავიწყდეს რომ ქალი ხარ. რომ დედობრივი ინსტინქტი თავისას შვრება, რომ ქმრისთვის სასურველი უნდა იყო და ნაზი, ქალისთვის დამახასიათებელი ქცევები უნდა გქონდეს. მაგრამ ამასთანავე, უნდა გახსოვდეს, რომ შესაძლებლობებით და შემოქმედებითი უნარით არ ჩამოუვარდები კაცებს და იმიტომ, რომ კაცი გენიოსების ჩამოთვლა უფრო ადვილია, ვიდრე ქალების არ უნდა დაუწესო შენ თავს საზღვრები არც ერთ სფეროში.

არვიცი, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ფილმში ნანახ ისტორიას.

დარწმუნებული ვარ, სწორთმიანი გოგონა მალე ამწურავს საკუთარ თავს და რადგან შიგნით არაფერი აქვს მალე გახდება მოსაბეზრებელი და უფერული. ქეითი, კი რომელიც მართალია ზედმეტად სერიოზულად უყურებს ყველაფერს, მაინც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია.

13 thoughts on “სტერეოტიპები ქალებზე

  1. იცი როგორი სათაური აქვს? აი მე რომ უეჭველი უნდა შემოვიდე 🙂 :*

    Like

      1. არადა საერთოდ ბლოგებს, რომლებიც პოლიტიკას არ ეხება არ ვკითხულობ ხოლმე ^^ ერთი მაქვს მარტო გამოწერილი 😀

        Like

      2. გემოვნებაზე ხომ არ დაობენ? თან ჩემთვის ეს გემოვნებაზე მეტია : )

        Like

  2. ხო, ძნელია ქალად ყოფნა 🙂 ძალიან ბევრი რამე გაქვს მოსაგვარებელი საკუთარი თავის ჩათვლით. ალბათ ამიტომაა,კარიერული წინსვლა უფრო კაცებს რომ გამოსდით, თორემ მათი ზეაღმატებულების ქალებზე არ მჯერა 🙂

    Like

    1. გეთანხმები, იმედია ყველას მიეცემა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება ნებისმიერ სფეროში, სქესის მიუხედავად 🙂

      Like

  3. ქალი, რომელსაც ცოლად მოვიყვანდი და ქალი, რომელიც საყვარლად მეყოლებოდა – ეს ორი ტიპი გამიგია მამრობითი სქესის ზოგიერთი წარმომადგენლისგან :დ

    Like

  4. ძალიან მომეწონა შენი ბლოგი, სულ შემომეკითხა:)

    Like

  5. Marita :* ,,ზოგან ” როგორ ,,მგევხაააააარ ?? 😉 არადა ისე კურიოზულად მოვხვდი აქქ… ?! 🙂 😉

    Like

Leave a comment