Logo
Warning

სურვილების სიის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია

ავტორიზაცია

კაფელი

დალაგება:

მოიძებნა 140 პროდუქტი

კაფელი იაფად

კერამიკული ფილა, კაფელი, კერამოგრანიტი და კიდევ უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ თქვენი სახლის კედელი ლამაზად გამოიყურებოდეს. 

 

Სახლის რემონტისას ადამიანები საყოველთაოდ გავრცელებულ შეცდომას უშვებენ: ნაკლებ დროს უთმობენ კედლის ზედაპირის საფარველის შერჩევას. რემონტის პროცესში დაღლილი ადამიანი ვეღარ უთობს სათანადო ყურადღებას კედლის ფილების შეძენას. Კედლის საფარველი კი არის საბოლოო მიზანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიოთ სამუშაოების დასრულების შემდეგ. 

 

უმეტეს შემთხვევაში, ამ საკითხს ბოლოს წყვეტენ ხოლმე. Მიზნის გარეშე რემონტის დაწყება სიბნელეში ხელით გზის გაკვალვას ჰგავს. Ამიტომ თუ გინდათ ინტერიერი თქვენს გემოვნებას ზუსტად ერგებოდეს საჭიროა სამუშაოების დაწყებამდე კედლის საფარველის საგულდაგულოდ შერჩევა.

 

შესაბამისად, უნდა განიხილოთ ისეთი დეკორატიული საფარველი, რომელიც დაგეხმარებათ გონებაში წარმოდგენილ დიზაინს ხორცი მარტივად შეასხათ. Სწორედ, ამ დროს შემოდის კაფელი ასპარეზზე. 

 

რატომ არის კაფელი რემონტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი?

 

კაფელი არამხოლოდ შელესილ კედელს ფარავს, არამედ სახლში მცხოვრები ადამიანის გემოვნებისა და ესთეტიკის გამომხატველიცაა. ინტერიერის დიზაინში დეკორატიული ფილა დიდ როლს თამაშობს, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. Სამზარეულოში ან აბაზანაში შესვლისას კედლის დიზაინი დიდწილად განსაზღვრავს ყოველდღიურ განწყობას. 

 

ამას გარდა, ფილაზე გაჩენილი დეფექტი თვალისთვის გაცილებით მარტივად შესამჩნევი და უსიამოვნოა, ვიდრე რემონტის სხვა მიმართულებით წარმოქნილი ხარვეზები. Შესაბამისად, თუ დიდი ყურადღება არ დავუთმეთ კედლის ფილის შერჩევას, მოკლე დროში შესაძლოა ხარისხიანი პროდუქტი ვერ შევარჩიოთ.

 

დამატებით, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე კედლის ან იატაკის დაფარვის საშუალება სწორედ, რომ კაფელია. შპალერი შესაძლოა მარტივად ჩამოიხეს, ან უბრალოდ შეღებილ კედელს დაზიანებები გაუჩნდეს, კაფელის შემთხვევაში კი სხვაგვარადაა. Საშუალო ხარისხის ფილა გაცილებით მყარია, ვიდრე უკვე ნახსენები პროდუქტები. 

 

დეკორატიული ფილის წყალობით წყლის ან ზეთის შხეფებს მარტივად გაუმკლავდებით. Რაც რთულია შპალერის შემთხვევაში.

 

თუ გინდათ ოთახის რომელიმე ნაწილზე მნახველის განსაუთრებული ყურადღება მიიპყროთ, დეკორატიული ფილის გამოყენებით ამას ადვილად შეძლებთ. Მაგ: ხშირად ბუხრის ირგვლივ აგებენ კაფელს, რათა გამორჩეულად გამოიუყურებოდეს ოთახის სხვა ნაწილებისგან.

 

ძირითადი უპირატესობები: Სიმყარე, გამძლეობა, Რეზისტენტულობა ჭუჭყის მიმართ, Შედარებით მარტივად იწმინდება, Ფოკუსის გადატანა ოთახის კონკრეტულ ნაწილზე.

 

Სად შევიძინოთ კაფელი იაფად?

 

Სამშენებლო-სარემონტო მასალების მეგა-მაღაზია ნოვა ახლა უკვე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია ხელმისაწვდომია. Სახლის რემონტისთვის კი ახლო მდებარე ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ფერის, ფორმის და მწარმოებლის დეკორატიული ფილა. ამასთანავე, ხელმისაწვდომია კერამოგრანიტი, მეტლახი და სხვა.