ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები პოლონეთში შეიკრიბნენ

0
369

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრების შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “პრაიმკრაიმის” ცნობით, შეხვედრა პოლონეთში შედგა და მთავარი განხილვის თემა გავლენების გადანაწილება, ასევე სხვადასხვა კლანს შორის არსებული კონფლიქტების განხილვა იყო. 

როგორც ცნობილია, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა გავლენიანმა კრიმინალებმა, როგორებიც არიან ტარიელ ონიანი და მერაბ ჯანგველაძე. 

შეკრებაზე იმყოფებოდნენ ასევე ლაშა ბარათელი (ჭია), მანუჩარ ელიავა (მანჩო), მინდია გორაძე და ლევან აბულაძე. 

შეხვედრა მაისში შედგა, მაგრამ ინფორმაცია და ფოტოები მხოლოდ ახლა გახდა ხელმისაწვდომი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდებმა კონსპირაციის საკითხებიც კარგად აითვისეს. 

წინა სტატიაფარცხალაძისთვის პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის არ შეწყვეტა, საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა – დავითაია
შემდეგი სტატიათბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ხე მოტყდა, აივანი ჩამოანგრია და ქვეშ კაცი მოიყოლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური