Предыдущая публикация
შუა ტყეში ერთი ხე დგას,
ფუღურო აქვს დიდი იმ ხეს,
იმოდენა, იმოდენა,
ასი ციყვი რომ მოილხენს.
ერთხელ დასხდნენ ციყვები და
გააჩაღეს დიდი ბჭობა,
როგორ უნდა განამტკიცონ
ციყვთა შორის მეგობრობა.
ერთად თავის შესაყრელად
ფუღურო აქვთ ერთადერთი...
იფიქრეს და გახსნეს კაფე
და დაარქვეს „ხრამუნეთი“.
ჰოდა, შაბათს „ხრამუნეთში“
ყველა ციყვი მოცუნცულდა,
ციყვი თამროს დღეობაა,
ათი წლისა შეგვისრულდა.
სახრამუნოც მოიტანეს,
წიწიბო და ხმელი ხილი,
კაკალი და არახისი,
ნიყვი, წაბლი, გირჩი, თხილი.
გააჩაღეს ხრამა-ხრუმი,
იყო სუფრა მხიარული
და ისმოდა კიდით-კიდე
წრიპინი და ჟრიამული.
მერე ისე დაუარეს,
რომ მთელი ხე ზანზარებდა,
ზანზარისას რკო ცვიოდა,
დაბლა ტახებს ახარებდა.
კობა ბაბუ ლექსს უწერდა
და ხმამაღლა ხარხარებდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев