არა ერთ პოეტსა თუ მხატვარს, ამ ცხოველის გრაციოზულობით მოხიბლულს, მიუძღვნია მისთვის თავისი შემოქმედება, რომელიც საბოოლოოდ შედევრებად ქცეულა.ნგლისური დოღის ცხენი (Thoroughbred, Чистокровная верховая)
ცხენის ეს ჯიში ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც დოღის ცხენი. სიტყვა thoroughbred ხანდახან გამოიყენება ნებისმიერი სუფთა სისხლის ცხენის აღსანიშნავად, მაგრამ ტექნიკურად ის ეხება მხოლოდ კონკრეტულ ჯიშს. ინგლისური დოღის ცხენის სიმარდის და სულისკვეთების გამო, მათ „ცხელსისხლიან“ ცხენებად მიიჩნევენ.ინგლისური დოღის ცხენი, იმ სახის როგორიც დღესაა ცნობილი, გამოიყვანეს 17-18 საუკუნეების ინგლისში, როდესაც ადგილობრივი ფაშატები შეაჯვარეს ჩამოყვანილ არაბულ ულაყებთან. ამ ჯიშის ყველა თანამედროვე ცხენი, 3 ჩამოყვანილი ულაყისა (XVII-XVIII სს.) და 74 ადგილობრივი ფაშატის შეჯვარებით მიიღეს. XVIII-XIX საუკუნეებში სუფთა სისხლის ინგლისური დოღის ცხენი მთელ მსოფლიოში გავრცელდა; ისინი 1730 წელს გადაიყვანეს ჩრდილოეთ ამერიკაში, სწორედ ამის შემდეგ იწყება მათი გავრცელება დანარჩენ მსოფლიოში. დღესდღეობით მთელს მსოფლიოში მილიონობით სუფთა სისხლის დოღის ცხენი არსებობს და ყოველწლიურად 118000 კვიცი რეგისტრირდება.
ეს ჯიში ძირითადად დოღისთვის გამოიყენება, მაგრამ მათ ასევე ამრავლებენ სხვა საცხენოსნო დისციპლინებისთვისაც, როგორებიცაა show jumping, combined training, dressage, polo (ცხენბურთი), და fox hunting (მელაზე ნადირობა). ასევე ხშირია ინგლისური ცხენების შეჯვარება სხვა ჯიშის ცხენებთან, რათა მიიღონ ახალი ჯიშის ცხენები, ან გააუმჯობესონ არსებულები. ამან გავლენა მოახდინა ბევრი მნიშვნელოვანი ჯიშის ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა the Quarter Horse, the Standardbred, the Anglo-Arabian და სხვადასხვა warmblood-ის ჯიშის ცხენებზე.სუფთა სისხლის დოღის ცხენები მაქსიმალური დატვირთვით გამოდიან, რაც იწვევს დიდი რაოდენობით უბედურ შემთხვევებს და ჯანმრთელობის პრობლემებს. დამტკიცებულია, რომ დოღში ყველაზე მაღალია ფატალური დასასრულის პროცენტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ლეგალურ სპორტში. ასევე, thoroughbred – ის ჯიშის ცხენებს აქვთ მიდრეკილება სხვა სირთულეების მიმართაც. მაგალითად, ფილტვებიდან სისხლის დენა, დაბალი ნაყოფიერება, აქვთ არანორმალურად პატარა გულები და პატარა ჩლიქები სხეულის მასასთან შედარებით. არის სხვადასხვა თეორიები ინგლისური ცხენების ხშირ ინციდენტებთან და ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სამეცნიერო კვლევები კვლავაც გრძელდება.სუფთა სისხლის ინგლისური ცხენის “სახე” და ფეხები შესაძლოა დაფარული იყოს თეთრი ლაქებით, მაგრამ თეთრი ფერი ძირითადად არ გვხვდება ტანზე. ისეთი ცხენი, რომელსაც ერთზე მეტი შეფერილობის ბეწვი აქვს, მაგალითად როგორიცაა ლაქებიანი(pinto)
ან აპალუსა (appaloosa), არ ითვლება სუფთა სისხლის ცხენად.
ინგლისური დოღის ცხენს აქვს კარგად გამოყვანილი “სახის” ფორმა და გრძელი კისერი, ღრმა მკერდი, მოკლე ზურგი, გამხდარი ტანი და გრძელი ფეხები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев