Предыдущая публикация
შენსკენ დაძრულა ოცნების ჯარი.
მე შენზე უნდა ლექსები ვწერო
და გულმოკლულმა ვითმინო ჯავრი.
მე შენზე უნდა სტროფები ვრითმო.
სიტყვები შენთვის ხელმარჯვედ ვქარგო.
შენ მკერდზე ცივი ხელები ვითბო
და შენთვის უნდა ვისწავლო ტანგო.
შეხედე ზეცას!- ლაჟვართა მორევს.
გზავნილი შენთან იქედან მოდის.
შეხედე ზეცას! შეხედე , თორემ,
მე გადავყვები ფიქრებს და ლოდინს !
შენსკენ მოფრინავს ოცნების წერო .
შენსკენ დძრულა ოცნების ჯარი.
ქარში ქანაობს ცაცხვის კენწერო
და მზის სხივებზე ლაპლაპებს ჯვარი .
ალეკო ჩინჩალაძე . 15 . 11 . 19 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев