თუმცა, შესაძლოა, ირონიული ელფერიც დაკრავდეს და გულისხმობდეს ადამიანს, რომელიც არც ისე მიამიტი და უცოდველია, როგორადაც ცდილობს წარმოგვიდგეს.
ძველი აღთქმის თანახმად, იუდეველთა ერთ–ერთი პატრიარქი აბრაამი ღმერთმა გამოარჩია და უთხრა: “წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“
აბრაამი უსიტყვოდ დაემორჩილა უფლის ბრძანებას და ქანაანის გზას დაადგა. წარმართული წარსულის მთლიანად უარყოფის შემდგომ, აბრამი იქცა „აბრაამად“, რაც ნიშნავს „უამრავი ხალხის მამას“, „მამას მრავლისა“. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ღმერთმა აბრაამს, წმენისა და ერთგულების გამოსაცდელად, მრავალი განსაცდელი მოუვლინა. ერთხელაც უბრძანა, თავისი საყვარელი ძე მსხვერპლად შეეწირა და დაეწვა. ისააკი აბრაამის ერთადერთი იმედი იყო, ძალიან უყვარდა იგი, თუმცა მზად იყო ღვთის ეს ბრძანება შეესრულებინა. მაგრამ, უფალმა ანგელოზი მოუვლინა და უთხრა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ღვთისმოშიში ყოფილხარ – ერთადერთი შვილი გაიმეტე ჩემთვის.“ ამ დროს დაინახა აბრაამმა ბუჩქებში ვერძი. მან ღმერთს ისააკის ნაცვლად ვერძი შესწირა და შინისკენ გამოემართა. ასე იქცა ვერძი ადამიანის სანაცვლოდ „აღსავლენ მსხვერპლად“, აბრაამი კი ქრისტიანულ მწერლობაში, ღვთისადმი უსიტყვო მორჩილების გამო, „რწმენის მამად“ იწოდება.
პ.ს ნახატი რემბრანტისაა -"ისაკის მსხვერპლად შეწირვა"
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев