მე ვარ .... დავიბადე 1996 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ერთ ერთ რაიონში, ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში, არცისე მორწმუნე დედ-მამა მყოლია, ბებია ყოველთვის მიშლიდა ეკლესიაში სიარულს „ეს ზედმეტი დროის ხარჯვაა“ო, მაგრამ დედა არ ყოფილა, წინააღმდეგი პირიქით, უნდოდა მევლო.
როგორც ტრადიციული ქართული ლოგიკა და იდეოლოგია, პატარაობიდანვე სკოლაში მეც მასწავლიდნენ, რომ „ისლამი ცუდია“ „ისლამი ტერორიზმია“ „ისლამის მიმდევრები მკვლელებით არიან სავსე“ო და ა.შ( ღმერთო მაპატიე ეს როგორ მჯეროდა) მართალია არ ვიყავი ღრმად მორწმუნე მაგრამ ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, ვესწრებოდი წირვებს, დავდიოდი ღამის თევებზე. ერთადერთხელ ჩავაბარე აღსარებაც, მაგრამ ამით სულიერი სიმშვიდე არასოდეს მომიპოვებია, არმყავდა კარგი მეგობრები, მუდმივად ჩაკეტილი და უკონტაქტო ადამიანი ვიყავი, უამრავი გასაჭირი დამატყდა თავს, რის შედეგადაც ვიკეტებოდი ოთხ კედელი, ასევე თავის მოკვლა და ვენების გადაჭრაც არაერთხელ მიცდია (ღმერთო მაპატიე ),
ერთ მშვენიერ დღეს კი გავიცანი ერთი მუსლიმი ადამიანი და დამაინტერესა „თუ ისეთი ცუდია ისლამი, როგორც ამას მედია-ტელევიზია გადმოსცემს,“ „თუ მუსლიმები ისეთი ცუდები არიან როგორც ამას უფროსები გვასწავლიან და ამ ცუდ იდეოლოგიებს გვინერგავენ, რომელიც ქართულ ტრადიცია და მენტალიტეტში სამწუხაროდ ასე ღრმად არის დამკვიდრებული.“ მაშინ ეს ადამიანი რატომ არის ასეთი კეთილი და გულწრფელი მორწმუნე“
რამოდენიმე მეგობარმა რელიგიების განხილვის მიზნით დავიწყეთ საუბარი და კამათი სადაც საკმაოდ ბევრმა მუსლიმმა და ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა. განხილვის შემდეგ გავიცანი მუსლიმი ძმა, რომელმაც დეტალურად გამარკვია ისლამში და დამეხმარა მის შესწავლაში, სწორად ის იქცა მეგზურად ალლაჰის ხათრით და ნებით მიმეღო ისლამი, ჩემი მუსლიმი ძმა ისლამისკენ მომიწოდებდა, მის სიკეთეებს მიხსნიდა და მაწვდიდა ისლამურ წიგნებს, მეც დიდი მოწიწებით ვკითხულობდა და დღითი დღე უფრო ვეცნობოდი ისლამს.( 1 ) რაც უფრო მეტს ვეცნობოდი ისლამის კულტურას, მით უფრო მიჯდებოდა გულში მის სიყვარული და ბოლოს გადავწყვიტე ისლამის მიღება,( 2 ) ისლამის მიღებისას ჩემში არსებული ემოციის, გულჩვილობის, გულწრფელობის, სიყვარულისა თუ სიხარულის აღწერა ნამდვილად შეუძლებელია. ეს ისეთი გრძნობაა, თითქოს ადამიანი თავიდან იბადება,* თითქოს ყველა ის ტვირთი და ფსიქოლოგიური პრობლემები მომეხსნა, რითაც სული მქონდა დამძიმებული და გულს მიკვლავდა. ვგრძნობდი, თუ როგორ მპატიობდა ცოდვებს ალლაჰი. და როგორ ღვთისმოსაობას მინერგავდა გულში, ცრურწმენებს როგორ მიქარწლავდა და მისდამ სიყვარულს როგორ მინერგავდა.
ჩემი პირველი ნამაზი( 3 ) ეს იყო ამაღლებული გრძნობა, ნამაზის შემდეგ თავს მსუბუქად და მშვიდად ვგრძნობდი, ამ სულიერ სიმშვიდეს და გულწრფელ გრძნობას ბოლომდე ვერ ავღწერ, ალბათ ამ გრძნობას და განცდას ყველა ის ადამიანი მიხვდება ვისაც ისლამი აქვს მიღებული, ან ვინც გულდასმით და დიდი მოწიწებით ასრულებს ნამაზებს და განადიდებს ალლაჰს.
რათქმაუნდა ჩემი ახლობლებიდან არავინ იცოდა, რომ მე ისლამი მივიღე. ამიტომ ისლამურ წიგნებს ვმალავდი, რადგან ჩემს ოჯახს ამ ყველაფრის შესახებ არ გაეგო, რამდენიმე თვის შემდეგ დედამ გაიგო, რომ მე გავმუსლიმანდი ის კი ტიროდა და „ჩემი წინაპრების მოღალატე-ო მიძახდა. ელჰამდულილლაჰ რომ ამ პერიოდში ღმერთმა მომცა უდიდესი მოთმინება რადგან არ შევპასუხებოდი მშობელს.( 4 ) ოჯახის შემდეგ გაიგეს, ნათესავებმა და ახლობლებმა, რასაც მოყვა უარყოფითი რეაქცია, თითქოს მე უცხო ვიყო მათთვის, მეძახდნენ „თათარს“ რადგან მივიღე ისლამი, მლანძღავდნენ და ფიზიკურადაც კი მეხებოდნენ,( 5 ) ერთადერთი ის მამშვიდებს რომ მამას ეს ამბავი სერიოზულადაც კი არ მიაქვს გულთან.
ისლამის მიღების შემდეგ ბევრი, ნათესავი და ახლობელი დავკარგე მაგრამ ღმერთს მადლობა შევიძინე ბევრი მეგობარი, მუსლიმი დები და ძმები რომლებიც ალლაჰის ხათრით შევიყვარე და რომლებმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, მათ ის სითბო მომცეს რაც ადრე არავის არ მოუცია და არავისგან არ მიგრძვნია.( 6 ) უბრალოდ, სამწუხაროა ის, რომ მუსლიმან საზოგადოებაში არ ვცხოვრობ და ძალიან მიჭირს, მაგრამ შორედან დები და ძმები მეხმარებიან ლოცვისა და ისლამის სწავლაში რათა უკეთ გავმტკიცდე ჩემს სარწმუნოებაში და ეს ყველაფერი რათქმაუნდა მამშვიდებს( 7 )
და ბოლოს მინდა მივმართო ჩემს ძვირფას მუსლიმ დებს და ძმებს, ვინც ამას კითხულობს:
-ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, იყავით მადლობელი და მადლიერი ალლაჰის, რადგან ხართ მუსლიმები, ეს დიდი წყალობაა, ალლაჰის, იყავით მომთმენნი და მადლიერნი, რაც უნდა გაგიჭირდეთ, თქვით „ ელჰამდულილლაჰ მე მაქვს ეს განსაცდელი და არა ისეთი რომელიც ჯოჯოხეთში ელით, ურწმუნოებს. მოითმინეთ ამქვეყანად რადგან იმქვეყნად მიიღოთ ამ მოთმინების საფასური. იცხოვრეთ ალლაჰის კმაყოფილიებისთვის, რადგან ჭეშმარიტად, ალლაჰის ჯილდო დიდი იქნება.
არამუსლიმებსაც ვუსურვებ, რომ მათზეც გაიღოს ალლაჰმა მოწყალება, მერწმუნეთ ამაზე დიდი ბედნიერება და ამაზე უკეთესი ჯილდო არარსებობს .
ალლაჰმა ყველა მუსლიმ და-ძმას რწმენა გაგვიძლიეროს. აამინ.
1-) ვინც გულწრფელად ღმერთს შესთხოვს, რომ სწორ გზაზე დააყენოს, ღმერთი მას აუცილებლად აზიარებს ჭეშმარიტ-გზას და ვის გულსაც გაავსებს ალლაჰი ისლამით, ეგ უკვე ალლაჰის საუკეთესო მონამსახური იქნება.
• „ ... ალლაჰი ჭეშმარიტებას აზიარებს, ვინც მიიქცევა(მიისწრაფვის) მისკენ“ (ყურანი 42:13)
• „ ვისი გულიც განავრცო ალლაჰმა ისლამისთვის, უკვე იგი ადგას ნათელსა ზედა თავისი ღმერთისგან. ვაი მათ, ვისი გულიც გაქვავებულია ალლაჰის ხსენებისგან. სწორედ ისინი არიან, ცხად გზააბნევაში.“ (ყურანი 39:22)
2-) საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველი ხალხი დაინტერესდა ისლამით, ბევრი მხოლოდ დაინტერესებით არ შემოიფარგლა და ისლამი გულით მიიღო :
„...და როცა დაინახავ, როგორ უწყვეტ ნაკადად შედის ხალხი ალლაჰის სარწმუნოებაში,შეაქე და განადიდე ღმერთი შენი და შენდობა შესთხოვე! უეჭველად, ის ყოვლისმიმტევებელია!“ (სურა 110 „ნასრი“)
3-) მუსლიმანია ის, ვინც გულწრფელად და გულდასხმით აღავლენს ლოცვას:
• „უეჭველად, ნეტარ არიან მორწმუნენი, რომელნიც თავიანთ ლოცვაში მოკრძალებულნი არიან“ ( ყურანი 23:1-2)
• „ვაი, იმ მლოცველებს, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას!“ (ყურანი 107:4-5)
4-) ისლამი მოგვიწოდებს მშობლების პატივისცემისკენ:
• „ ... კეთილად მოექეცით მშობლებს და არ უთხრათ „უჰ“ „ოოფ“ და არ გაუწყრე მათ“ (ყურანი 17:23)
5-) აი, ხომ ხედავთ ეს ხალხი თავისი ნებით იღებს ისლამს და არანაირი ძალდატანება არარის. მაგრამ რატომღაც მათ მიმართ ვინც თუ ისლამი მიიღო არის აგრესია, ლანძღვა და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფაც.
• „იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლის მცოდნეა.“ (ყურანი 2:256)
• „უთუოდ, გამოიცდებით თქვენსავე ქონებითა და საკუთარი თავით, და მოისმენთ ბევრ აუგს(ცუდს) მათგან, ვინც მიიღო წიგნი თქვენამდე(იუდევლები დაქრისტიანები), და მათგანაც, ვინც წარმართი(ურწმუნო) იყო. და თუ იქნებით მომთმენნი და ღვთისმოშიშნი, უეჭველად, აი ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია“ (ყურანი 3:186)
• „უთხარი: ეი, ღვთიური წიგნის ხალხნო!(იუდევლებო და ქრისტიანებო) ნუთუ მხოლოდ იმიტომ გძულვართ, რომ ალლაჰი ვიწამეთ და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ,(ყურანი) და ის, რაც ზემოვლენილა უწინ.(თორა და სახარება) (ძველი აღთქმა და ბიბლია) უეჭველად, თქვენგან უმეტესი ჭეშმარიტებას ამცდარია.“ ( ყურანი 5:59)
6-) ისლამი და-ძმურ სიყვარულს დიდ უპირატესობას ანიჭებს:
• „რამე თუ მორწმუნენი ძმები და დები არიან...“( ყურანი 49:10)
• „...გაიხსენეთ თქვენდამი ალლჰის წყალობა, როცა იყავით მტრებად შეგიერთათ გულები თქვენი და ალლაჰის მადლით დებად და ძმებად იქეცით თქვენ...“ ( ყურანი 3:103)
• „ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ გენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ნათესავები სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებში ჩანერგა რწმენა და განამტკიცა ეგენი: და ალლაჰი შეიყვანს მათ სამოთხეში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. სწორედ ეგენი არიან ალლაჰის მიმდევრები. კარგად შემეცნეთ, უეჭველად, ნეტარ არიან ალლაჰის მიმდევარნი.“(ყურანი58:22)
7-) მორწმუნე მუსლიმები ვალდებული არიან დაეხმარონ ერთმანეთს
• „მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან. უბრძანებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს და ალლაჰსა და მის შუამავალს ჰმორჩილებენ. სწორედ, მათ შეიწყალებს ალლაჰი. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ (ყურანი 9:71)
• შემოგვიერთდით ჯგუფში "მე მიყვარს ისლამი"
facebook-ზე
https://www.facebook.com/MeMiqvarsIslami
odnoklassniki-ზე
http://odnoklassniki.ru/group53046554263677
youtube-ზე
http://www.youtube.com/channel/UCdK4_KYfC_0F05b9DULuaDw
Комментарии 294