Предыдущая публикация
"ნუთუ ცოდვაა ?!
და თუ ცოდვაა ,ვიყო ცოდვილი .
" მე შენ მიყვარხარ !" დამნაშავე ვარ ?
დამნაშავე ვარ , ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში , ან ჯოჯოხეთში ,
მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ,
" მე შენ მიყვარხარ !"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ .
" მე შენ მიყვარხარ !" თუნდაც ვკვდებოდე ,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი ,
" მე შენ მიყვარხარ !" და მე ამ სიტყვებს ,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც .
და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო , ერმა და კაცმა ,
მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად:
" მე შენ მიყვარხარ , ძლიერ და მაგრად !"
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1