Предыдущая публикация
გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ტუნდრის ზონაში და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე. მომთაბარეა, ზამთარში ველების ზონამდე ინაცვლებს. თეთრ ბუმბულზე მეტ-ნაკლებად შესამჩნევი მურა ლაქები აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 55-65 სმ, ფრთების შლილი – 150-160 სმ, წონა – 1,5-2,5 კგ. კვერცხებს (3-11) დებს მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში ხავსით ამოფენილ ორმოში. კრუხობს ერთ თვემდე. იკვებება ლემინგებით და მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული თეთრი ბუს გამრავლების ინტენსივობაც.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев