Предыдущая публикация
ამის შესახებ თურქული მედიასაშუალებები წერენ.
მათივე ინფორმაციით, მერიემმა სერიალიდან წასვლის მიზეზად დაღლილობა დაასახელა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის ორსულად იყო. მსახიობმა ბავშვი უკვე გააჩინა და ახლა გადაღებებისთვის მზადებას იწყებს.
როგორც თურქული მედია წერს, "დიდებული საუკუნის" ბოლო სერიებს ფილმის სახით გადაიღებენ და მის ნახვას მაყურებელი კინოთეატრებში შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ მერიემ უზერლი სერიაში სულთან სულეიმანის მეუღლის, ჰიურემ სულთნის როლს თამაშობდა, თუმცა ფილმს მე-4 სეზონის დასაწყისში გამოეთიშა. ჰიურემის როლს ახლა თურქი მსახიობი ვაჰიდე გორდიუმი ასრულებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев