Предыдущая публикация
---------------------------
ქართველი ბიჭი ვიზრდები
ჩოხა მაცვია
ტანზე,
ქამარ-ხანჯალი მარტყია
მტერო, გადექი
განზე.
ქართველი ბიჭი ვიზრდები
თავზე მახურავს
ქუდი,
ვიდრე ეს ქუდი მახურავს
როგორ ვიქნები
ცუდი.
მეც, როგორც
ყველა სხვა ქართველს
გულით ერთი რამ მინდა,
რომ დავიბრუნოთ
სამშობლოვ
ჩვენი კუთვნილი
მიწა...
მიწა, რომელზეც
უამრავს
უჭირავს ხარბი
თვალი,
მე შენ დაგიცავ გჯეროდეს
ეს არის ჩემი ვალი.
ჩემი ვალია გაჩუქო
ბევრი ვაჟი და ქალი,
რადგან ფესვი თუ მყარია
ვერას დააკლებს
ქარი...
ვიდრე ეს ჩოხა არსებობს
ვიდრე გვახურავს
ქუდი,
სიმართლის გზას ვერ დასჯაბნის,
გზა, შავბნელი
და მრუდი.
ავტორი ანნა ზაკალაშვილი
18.11.2016.წ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6