დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . .
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!
ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა
და რომ ვეღარ გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ თითებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ
ის აღარ მოვა
მე იმდენჯერ შევეჩეხე ღალატს...
სინამდვილე დაემსგავსა ზღაპარს, მე
იმდენჯერ გამოვცადე წყენა...
სიტყვა ,,ბოდიშს'' ვეღარ ამბობს ენა ...მე
იმდენად შევეჩვიე ტკივილს... როცა
სტკენენ მიკვირს -რატომ ყვირის? მე
შეკითხვებს შემაჩვიეს ისეთს
სამსჯავროზე რომ არ სვავენ კითხვებს...
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, აქამდე
რომ ცოცხალი ვარ მიკვირს.
ლაპარაკობთ ჩემს ზურგს უკან? - ე.ი. მე წინ ვდგავარ. ჩემს ცხოვრებას აკრიტიკებთ? - ე.ი. თქვენს ცხოვრებაზე საინტერესოა. გსურთ მომიძებნოთ ნაკლი? - ე.ი. გშურთ ჩემი. ტალახის ღირსად მთვლით? - ე.ი. აქამდე სუფთად მივლია... ასე გააგრძელეთ მომიტევებია