ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ. შენზე ვფიქრობ იმიტომ, რომ მენატრები. მენატრები იმიტომ, რომ კარგი ხარ და... კარგი ხარ და უსაშველოდ მედარდები. მედარდები იმიტომ, რომ ძლივს გიპოვე. გიპოვე და, დასაკარგად მენანები. მოდი ჩემთან, შემოაღე გულის კარი... მონატრებავ, უსაშველოდ მენატრები
გულო მოწყენილო... გულო სევდიანო... გულო რამდენჯერ ჩუმად ცრემლიანობ. რამდენი დარდი ეტევა გულში .. ღმერთო მიეცი ამ გულს შეძლება. გული პატარა... მაგრამ ვრცელია, ოი, რამდენი რამის მთქმელია... სუყველას გულში ადგილს მიუჩენს... ვერავინ ხვდება... გულს რა აწუხებს.. ჩუმად იტირებს... ჩუმად იდარდებს... მერე იცინებს... მერე ინანებს... სიცილით ბევრჯერ მწარედ იტირებს... ასე იყუჩებს გული ტკივილებს. გულო შენა ხარ... ბოლოც და თავიც... გულო შენშია სიცოცხლის არსი, მინდა ცხოვრებას მივყვე ბოლომდე... გულო არ დამთმო... გულო იცოცხლე. გულო უშენოდ ცხოვრება რაა...? ერთი წამია, და წამი რააა... გულში ჩამარხულ წლების ტკივილებს... შენ სიკვდილამდე ვერ დაივიწყებ