განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, წელს სწავლა , საჯარო სკოლებში -- 10 სექტემბრის შემდეგ, პირველ ორშაბათს, ანუ 14 სექტემბერს, ანუ დღეს დაიწყება.
ცოდნა და განათლება იყო, არის და იქნება ყველაზე მყარი კაპიტალი, რომელიც მის მფლობელს უშრეტად შეუძლია გამოიყენოს. ამასთანავე განათლება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სავალი გზისკენ ყველაზე საიმედო გასაღებია. დღეს სწორედ ის დროა, როცა ქვეყნის ინტერესების დაცვა არა იარაღით, არამედ ცონდით არის შესაძლებელი.
სრულიად საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობას პროფესორ მასწავლებლებს ვულოცავ ,სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებ ღირსეულ, ბეჯით ნაყოფიერ შრომა-სწავლას.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს , (ოფიციალური მონაცემით საჯარო სკოლაში 41 424 პირველკლასელი მივა), რომელნიც პირველად შეაღებენ ცოდნის ტაძარს და გადაფურცლავენ გოგებაშვილის დედა ენას.დაე ჭეშმარიტი ქართველის გულით,სულით გრძნობით შეხებოდნენ იმ სახელმძღვანელოს და იმ ასოთა წყობას რომელთა გამოც არა ერთი ქართველი მამულიშვილის და წინაპრის სისხლი დაღვრილა რომ ჩვენამდე ,თქვენამდე მოსულიყო , ეს ლამაზი ასოთა „ კიდობანი „
ბატონ მუხრან მაჭავარიანს ლამაზად აქვს ნათქვამი..
ქართული ,მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა,! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა ომოდენაა!'' .სწავლა,სწავლა,და ბეჯითი სწავლა მინდა ვუსურვო თვითოეულ მოსწავლეს , რათა გახდნენ ღირსეული მესაჭენი ჩვენი მომავალი საქართველოსი....
-''სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.''
''ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების „
„;არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!''
.დავიმახსოვროთ დავით გურამიშვილის ეს შეგონებები.
მადო
Нет комментариев