ყველაზე საშიში ძაღლები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★ Yvelaze Sashishi Dzaglebi Msoflioshi
დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ძაღლების ჯიშების შესახებ, რომლებსაც პოტენციურად ყველაზე დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ ადამიანისთვის.
10. ბოქსიორი - Boxer
მიუხედავად იმისა, რომ ბოქსიორი ტიპიურად აგრესიული ჯიში არაა, 1982-დან 2012 წლამდე ამერიკაში 48 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა ამ ძაღლის მონაწილეობით. ბოქსიორი წარმოშობით გერმანიიდანაა და 22-დან 30 კილოგრამამდე წონას აღწევს. ბოქსიორებს მხიარულ ხასიათი და სიჯიუტე ახასიათებთ.
9. მგლის ნაჯვარი - Wolf Hybrid
როგორც სახელიდან ხედავთ, ძაღლისა და ნაცრისფერი მგლის ნაჯვარი ამ ჯიშის წარმომადგენლები არაპროგნოზირებადი ქცევით ხასიათდებიან და ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რას მოიმოქმედებენ ამა თუ იმ სიტუაციაში.
8. ჩოუ-ჩოუ - Chow Chow
ამ ჯიშს პატრონების მხრიდან გამუდმებული ყურადღება სჭირდებათ, რათა აგრესიულ ძაღლებად არ ჩამოყალიბდნენ. ამ ჩინური ჯიშის წარმომადგენლები 25-დან 30 კილოგრამამდე წონას აღწევენ და ხანდახან ფუმფულა ლომ-ძაღლებად მოიხსენიებენ ხოლმე. სამწუხაროდ, 1979 წლიდან 1998 წლამდე ჩოუჩოუებმა 238 ადამიანი იმსხვერპლეს.
7. დობერმან პინჩერი - Doberman Pinscher
სიფხიზლით, ერთგულებითა და ინტელექტით ცნობილი ეს ძაღლები საუკეთესო მცველებად მიიჩნევიან და შეტევაზე მხოლოდ მაშინ გადადიან, როდესაც საფრთხეს გრძნობენ. დობერმან პინჩერების ჯიში 1890 წელს, გერმანიაში გამოიყვანეს. მათი წონა 30-დან 40 კილოგრამამდე მერყეობს.
6. ჰასკი - Huskie
ძაღლების ამ ჯიშს ჩრდილოეთის რეგიონებში მარხილში შესაბმელად გამოიყენებდნენ, თუმცა მათი ძლიერი მტაცებლური ინსტინქტის გამო ხშირად ერჩიან პატარა ცხოველებს და ხანდახან ადამიანებსაც კი.
5. ალიასკური მალამუტები - Alaskan Malamute
ძაღლების ეს ჯიში ციმბირულ ჰასკის ენათესავება. მალამუტისთვის აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში ენერგიის დასახარჯად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აგრესიული ხდება და პატრონს აღარ უჯერებს. მათი წონა 30-დან 45 კილოგრამამდე მერყეობს.
4. როტვეილერი - Rottweiler
როტვეილერები ძლიერი და გენეტიკურად კარგად განვითარებული ჯიშია მწყემსისა და მცველის კარგი ინსტინქტებით. როტვეილერების აგრესიულობა, როგორც წესი, ცუდი გაწვრთნისა და დაუდევარი პატრონის დამსახურებაა ხოლმე.
3. გერმანული ნაგაზი - German Shepherd
ძაღლების ეს ჯიში, როგორც სახელიდანაც ჩანს, გერმანიიდან მომდინარეობს. მათი წონა 30-დან 45 კილოგრამამდე მერყეობს. გერმანული ნაგაზი ცნობილია თავისი ინტელექტით, თავდაჯერებულობით, სიფხიზლითა და სიმამაცით. ის ხშირად გამოიყენება პოლიციის მიერ, თუმცა მათ პატრონების განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მისი გაწვრთნისას, რადგან გერმანული ნაგაზი შესაძლოა ზედმეტად ფრთხილი გახდეს ტერიტორიისა და პატრონის დაცვისას, რასაც არაპროვოცირებული შეტევები მოყვება უცხო პირების მიმართ.
2. პიტბული - Pitbull
სახელი პიტბული რამდენიმე სხვადასხვა ჯიშს აერთიანებს, მათ შორის ამერიკულ პიტბულტერიერს, სტაფორდშირ ბულტერიერს და ამერიკულ ბულდოგს. თავდაპირველად პიტბულები ველურ ხარებსა და დათვებზე სანადიროდ შეიქმნა. პიტბული ერთერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია ძაღლების ორთაბრძოლებში.
1. კავკასიური ნაგაზი - Caucasian Shepherd
კავკასიური ნაგაზების უპირველეს დანიშნულებას მგლებთან ბრძოლა წარმოადგენდა. 50-იანი წლებიდან კავკასიური ნაგაზის მასობრივი მოჯიშება სახელმწიფო დონეზე დაიწყეს საბჭოთა კავშირში. ათასობით კავკასიური ნაგაზი გამოიყენებოდა სამხედრო ობიექტების მათ შორის „ბერლინის კედლისა და ციხეების დასაცავად.
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/ტოპ-ფაქტები-106039936757171/
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8M5-50vlA0vL_Ff4XNGn-vT
ავტომობილები და ტრანსპორტი: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8P0pwyCKUW2hU1rIQSFd0lO
გეოგრაფია: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8PhPYCBlcf27DqgMiqSyv-L
თამაშები: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8PlsEiSdPSW1TDPiaUwLiT7
ისტორია: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8MZlZdSfCBz20oMa6odSS0c
სპორტი: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8NIwTeWUtAYoGsPJA9hXOii
ფილმები და სერიალები: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8NFgEQiCx3H8m79GZR_cdcz
ფლორა და ფაუნა: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8PQjOIBqghyGg3YLGKf1xZ7
----------
dgev...
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.