10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში

საბრძოლო ხელოვნების განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია UFC-ის ცნობადობის ამაღლებამ. კრივისა და ჭიდაობის გაერთიანებამ MMA ახალ ელიტურ სპორტად ჩამოაყალიბა, რომლის მაყურებელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. UFC-ის ჩვეულებრივი მებრძოლები სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ. თითქმის, ყოველ შაბათ-კვირას 12 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, უამრავი ეროვნების მებრძოლი გამოდის ოქტაგონზე და მაყურებლის წინაშე არაჩვეულებრივ შოუს დგამს. სისხლი, ოფლი, ტკივილი, დრამა და უსაზღვრო ემოციები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც UFC-მ გულშემატკივართა ურიცხვი არმია მოაგროვა.

ბუნებრივია ეს სპორტი არაფერი იქნებოდა ისეთი მებრძოლების გარეშე, როგორებიც არიან ნგანუ, უსმანი, ოლივეირა და ა.შ. დღეს შემოგთავაზებთ სპორტსმენების სიას, სადაც თავმოყრილნი იქნებიან ყველაზე პატივსაცემი, სახელოვანი, დაუნდობელი და ტიტულოვანი მებრძოლები.


10. დასტინ პორიე

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 1

 

კარიერის განმავლობაში, დასტინმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი მებრძოლია. გარდა ამისა, მისი თავდასხმის უნარი UFC-ში ყოველთვის გამორჩეული იყო. ამერიკელ მებრძოლს არაჩვეულებრივი CV აქვს. მის მიერ დამარცხებულ მებრძოლთა სიაში არიან კონორ მაკგრეგორი, ჯასტინ გეიჯი და მაქს ჰოლოვეი.


9. კოლბი კოვინგტონი

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 2

სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი მებრძოლი. კოლბი კოვინგტონმა ზუსტად იცის რას აკეთებს. ის დაჯილდოვებულია საბრძოლო უნარების სრული კომპლექტით, რომლთაც მას ოქტაგონზე ნებისმიერი მეტოქის განადგურება შეუძლია.


8. სტიპე მიოჩიჩი

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 3

ეჭვგარეშეა, რომ სტიპე მძიმე წონის საუკეთესო მებრძოლია. მისი კარიერის მანძილზე მან უამრავი მებრძოლი დაამარხცა, მათ შორის, ისეთი სახელოვანი მებრძოლი, როგორიც ფრენსის ნგანუა.


7. პიოტრ იან

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 4

UFC-ში გადასვლამდე პიოტრზე მისი გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომელთა გამართლებაც მებრძოლმა პირნათლად შეძლო. მისი მრავალფეროვანი საბრძოლო სტილის გამო, იანი ყოველთვის ერთი თავით მაღლა დგას მის მოწინააღმდეგეზე.


6. რობერტ უაიტეკერი

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 5

რვა წლის განმავლობაში, რობერტმა შეძლო და UFC-ში საკუთარი ადგილი დაიმკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლი ადესანიასთან ორჯერ დამარცხდა, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საჩემპიონო გზა თავიდან განვლოს და ქამარსაც დაეუფლოს.


5. ფრენსის ნგანუ

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 6

კამერუნელი მებრძოლი ნამდვილი მონსტრია, რომლის უძლიერეს დარტყმასაც ნებისმიერი მეტოქის ნოკაუტში ჩაგდება შეუძლია. მას UFC-ში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ორში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ფრენსისს 12 დან 8 შეხვედრა ნოკაუტით აქვს მოგებული.


4. ჩარლზ ოლივეირა

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 7

ბრაზილიელი მებრძოლი წლებია უკვე UFC-ში ასპარეზობს, თუმცა, მისი შესაძლებლოების მაქსიმუმი სულ ცოტა ხნის წინ გამოავლინა. 2013 წლის შემდეგ, მას 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და უმრავლეს შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა. ოლივეირას დიდი ხნის თავდადებული შრომა დაფასდა და მებრძოლმა, გასულ წელს, შეძლო ჩემპიონის ქამრის აღება.


3. ისრაელ ადესანია

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 8

დღეისათვის, ადესანია UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლია, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს. მისი საბრძოლო ინტელექტი ყველასთვის შესაშურია. ადესანია ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ ყველა მისი კონკურენტი დაამარცხოს და საუკეთესოს წოდება დამსახურებულად მიიღოს.


2. კამარუ უსმანი

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 9

უსმანს ერთი გამარჯვება აშორებს ლეგენდარული ანდერსონ სილვას, ზედიზედ 16 გამარჯვების, რეკორდის გასაუმჯობესებლად. კამარუ დიდ ასპარეზზე არსაიდან გამოჩნდა. მისი შეუდარებელი ძალისა და ჭიდაობის ხარჯზე ნიგერიელმა შეძლო და ზედიზედ ექვსი სატიტულო ბრძოლა მოიგო.


1. ალექსანდერ ვოლკანოვსკი

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში 10

ვოლკანოვსკი ნამდვილად იმსახურებს პირველ ადგილს ამ სიაში. მაქს ჰოლოუეისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ავსტრალიელი ნამდვილად დომინირებს მის წონაში და ერთ-ერთი საუკეთესოც არის.

10 ყველაზე გამორჩეული მებრძოლი UFC-ში

სტატიის ავტორი
-