დევონ ლარატმა საგინაშვილის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

კანადელმა მკლავჭიდელმა დევონ ლარატმა, “ქართველი ჰალკის” პატივსაცემად, სხეულზე სვირინგი გაიკეთა. ფოტო თავად კანადელმა მკლავჭიდელმა საკუთარი Instagram-ის საშუალებით გაავრცელა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Devon Larratt (@devlarratt)

დუბაიში, King Of The Table 4-ის ივენთზე, ლევანმა ლეგენდარული დევონ ლარატი უშანსოდ, 6:0 დაამარცხა. დევონი მომზადების პერიოდში და უშუალოდ პრესკონფერენციაზეც, საკმაოდ თამამი განცხადებებით გამოირჩეოდა, რასაც ლევანმა პასუხი მაგიდაზე გასცა. შეხვედრის შემდეგ, ლარატმა აღნიშნა, რომ საგინაშვილთან არანაირი პირადი უთანხმოება არ აქვს, პირიქით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს მას. მატჩის შემდეგ ინტერვიუში კანადელმა აღნიშნა, რომ ლევანი ყველა დროის საუკეთესოა. პატივისცემის ნიშნად, დევონმა საგინაშვილს, მის მიერ მოგებული ჩაქუჩი გადასცა, იმის ნიშნად, რომ ქართველი საუკეთესო მკლავჭიდელია.

დევონ ლარატმა საგინაშვილის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

სტატიის ავტორი
-