აფხაზები და რუსები ქაფშიას დაჭერაზე რეგულაციებს აწესებენ

აფხაზები და რუსები ქაფშიას დაჭერაზე რეგულაციებს აწესებენ

access_time2023-01-09 23:00:31

აფხაზები და რუსები შავ ზღვაში ბიორესურსების მარაგითა და თევზჭერის შედეგებით შეშფოთებული არიან. მეთევზეობის რუსულ-აფხაზური კომისიის განცხადებას „აბხაზია-ინფორმი“ ავრცელებს.

 

 

მასში ნათქვამია, რომ აფხაზეთის სანაპიროზე წლიდან წლამდე ქაფშიას რაოდენობა მცირდება, ხოლო 2023 წელს აფხაზეთის საზღვაო წყლებში, დაახლოებით, 100 000 ტონა ქაფშია გამოიზამთრებს. ამ მარაგზე დაყრდნობით, რუსულ-აფხაზურმა მეთევზეობის კომისიამ ამ თევზის დასაჭერად მხოლოდ 35 000-ტონიანი ლიმიტი დააწესა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, ერთობლივი რეწვის დასაშვები ოდენობა მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაიზარდოს.

 

 

კომისიის მიერ განსაზღვრული ვადებისა და გემების რაოდენობის მიხედვით, რუსი მეთევზეები 2022-2023 რეწვის სეზონზე აფხაზეთის ზღვის წყლებში ქაფშიას ჭერას, მაქსიმუმ, ოთხი გემით შეძლებენ, რომელთა სუფთა ტევადობაც 280 რეგისტრული ტონა, ანუ, დაახლოებით, 680 კუბური მეტრი უნდა იყოს. ამასთან, დაჭერილი მოცულობა რეკომენდებულ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. თითოეულ გემზე ქაფშიას მოპოვებას სრულიად რუსეთის მეთევზეობისა და ოკეანოგრაფიის კვლევითი ინსტიტუტის აზოვი-შავი ზღვის ფილიალის წარმომადგენელი გაუწევს მონიტორინგს.

 

 


ბოლო წლებში აფხაზურ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჭარბი თევზჭერის გამო მის სანაპიროებთან ქაფშიას რაოდენობა სულ უფრო მცირდება. კერძოდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქაფშიას ჭერა მხოლოდ იზრდებოდა, რამაც საბოლოოდ მისი მკვეთრი შემცირება გამოიწვია. 2021-2022 წლების რეწვის სეზონზე აფხაზმა მეთევზეებმა, დაახლოებით, 60 ათასი ტონა ქაფშია დაიჭირეს. „აბხაზია-ინფორმის“ ცნობით, ეს პროდუქტი აფხაზეთის მაღაზიების დახლებზეც იშვიათი გახდა.

 

 

აფხაზი მეთევზეები სანაპიროებთან ქაფშიას შემცირების ძირითად მიზეზად მკაფიო კანონმდებლობის არარსებობასა და უკონტროლო თევზჭერას ასახელებენ, ამიტომ ისინი რუსული რეგულაციების გადმოტანას მოითხოვენ. ამჟამინდელი წესები მხოლოდ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქაფშიას ჭერის კვოტირებას ითვალისწინებს.

 

 

დაჭერილი ბიორესურსი ადგილობრივ თევზის ქარხნებში თევზის ფქვილად და ცხიმად გადამუშავდება, რომლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

 

„აბხაზია-ინფორმის“ ცნობით, თითქმის, ყველა გადამუშავებული თევზი ექსპორტზე თურქეთსა და რუსეთში გადის. თურქმა ბიზნესმენებმა, ადგილობრივებთან ერთად, აფხაზეთში უკვე თევზის გადამამუშავებელი შვიდი ქარხანა ააშენეს. ამასთან, აფხაზებს საკუთარი სათევზაო ფლოტი არ გააჩნიათ, ამიტომ აფხაზი მეწარმეები, თევზჭერის კვოტის მიღების შემდეგ, გემებს მეთევზეებიანად თურქეთში ქირაობენ.

 

 

bpn


თეგები:
ქაფშია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up