„აგრომაქს დეკორმა“ უმაღლესი ხარისხის მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო

„აგრომაქს დეკორმა“ უმაღლესი ხარისხის მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო

access_time2022-04-07 14:15:31

მოცვი უნიკალური მცენარეა, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება მოვუძებნოთ. ეს კულტურა მდიდარია ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნაერთებით. არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის გარდა, აქვს სამკურნალო დანიშნულებაც. სწორედ  ამიტომ, ის მთელ მსოფლიოში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საქართველო ის იშვიათი და იღბლიანი ქვეყანაა, სადაც ბუნებრივი პირობები იმ ადამიანების სასარგებლოდ მოქმედებს, რომლებიც მოცვის მოყვანას გადაწყვეტენ, თუმცა, როგორც წესი, ჩვენ არ გაგვაჩნია სათანადო ცოდნა მოცვის შესახებ და ამ კულტურის მოსაყვანად საჭირო ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც დღესდღეობით მაღალი ხარისხის პროდუქტის მისაღებად გამოიყენება. შესაბამისად, ჩვენი წარმოებისა და მიწოდების წილი მსხვილ, საერთაშორისო ბაზრებზე მინიმალურია.


ამ მიმართულებით, ბოლო დროს სერიოზული და იმედისმომცემი სიახლე გაჟღერდა - მოცვის ნერგების წარმოებასა და საქართველოში ამ კულტურის პოპულარიზაციაზე მუშაობა კომპანია „აგრომაქს დეკორმა“ დაიწყო. ეს 80-წლიანი ისტორიის მქონე პოლონურ-ქართული კომპანიაა, რომელსაც საზოგადოება არაერთი საინტერესო პროექტით იცნობს. მათ გადაწყვიტეს, ქართველ ფერმერებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ: შესთავაზონ კვალიფიციური ცოდნა და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.



https://www.facebook.com/kartulimocvi/

https://www.facebook.com/agromaxdecor/


როგორც „აგრომაქს დეკორის“ წარმოების მენეჯერი ივანე კოპაძე გვიყვება, მოცვის ათასობით სახეობა არსებობს, რომლებიც, ძირითადად, 3 დიდ ჯგუფში ერთიანდება: საადრეო ჯიშებში, საშუალო საადრეო ჯიშებსა და საგვიანო ჯიშებში. საქართველოში მოცვი იმ პერიოდში მოდის, როდესაც მსოფლიო ბაზარზე, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ არ არის შემოსული. ჩვენი საადრეო ჯიშები წინ უსწრებს ისეთი მსხვილი მწარმოებლების მოსავალს, როგორიცაა: სერბეთი, პოლონეთი და ევროპის სხვა ძირითადი მიმწოდებელი ქვეყნები. შესაბამისად, ქართული მოცვის ფასი მსოფლიო ბაზარზე ძალიან კონკურენტურანია.


(ივანე კოპაძე) -ცხადია, მოცვზე მოთხოვნას არ განსაზღვრავს საქართველოს ბაზარი, რადგან ის ძალიან მცირეა. ეს მსოფლიო ბაზარზე და ისეთ დიდ ქვეყნებზეა დამოკიდებული, როგორიცაა: რუსეთი, არაბული ქვეყნები და ევროპული ქვეყნები. ჩვენი კლიმატური პირობების შესაბამისად, ამ ძირითად ბაზრებზე ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს.


-თუ შეგვიძლია ვთქვათ, მოცვის რომელი ჯიშია უკეთესი და რომელ ჯიშებს ურჩევდით თქვენ მომხმარებელს?


-არსებობს ბევრი პოპულარული ჯიში, მათ შორის, საქართველოში აპრობირებულიც, რომელმაც განსაკუთრებულად კარგი შედეგები მისცა ადამიანებს. ასეთი ჯიშები სამივე კატეგორიაში გვხვდება. ყველა მათგანს თავისი პლუსი და მინუსი აქვს და თითოეული მათგანი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს. არ არსებობს უნივერსალური ჯიში, რომელზეც ვიტყვით, რომ ის ყოველთვის ყველაფერში საუკეთესოა. ჯიშის შერჩევა უნდა მოხდეს მოსავლიანობის, ნაყოფის ზომის, მიზნობრიობის (გადასამუშავებლად გვინდა თუ პირდაპირ, ცოცხალი სახით გასაყიდად), ნაყოფის არომატული თვისებების, კლიმატის, ნიადაგის და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით.


ჩვენ, როგორც მოცვის პროფესიონალი მწარმოებლები და ამ საქმეში ძალიან მაღალკვალიფიციური სამეცნიერო ცოდნის მქონე ადამიანები, მუდმივად ვთანამშრომლობთ მოცვის ამერიკელ და პოლონელ მწარმოებლებთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვტესტავთ ახალ ჯიშებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი, რატომაც ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ შევძლოთ ოპტიმალური ჯიშების მიღება, რათა შემდგომ საქართველოში მოცვის პლანტაციების გადახალისება მოხერხდეს.



-რა იგულისხმება ამ ტერმინში და რატომ სჭირდება ქართული მოცვის პლანტაციებს გადახალისება?


-მსოფლიო ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, მუშახელის სერიოზული დეფიციტია. მოცვი იმით გამოირჩევა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობას საჭიროებს. შესაბამისად, დეფიციტიც უცებ იქმნება, ამიტომ მსოფლიოს მსხვილ მწარმოებლებში გაჩნდა პლანტაციების მექანიზაციის ტრენდი. საქართველოში ჩვენ ეს არ გაგვაჩნია. მოცვის პლანტაციების დაგეგმვა და გაშენება ხელით კრეფის მოდელზე მიმდინარეობს. ახალი ჯიშების შემუშავებით, ჩვენ მივაგნებთ მექანიზაციისთვის ოპტიმალურ ჯიშებს და მოსავალს არა ფიზიკური ძალა, არამედ კომბაინი აიღებს.



მექანიზაციისთვის მეტ-ნაკლებად შესაბამისი შესაძლოა, საქართველოში არსებული ჯიშებიც იყოს, თუმცა საუბარი უკეთეს შედეგებზეა. ჩვენ გვინდა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ  ცოდნა, რომელიც მექანიზაციას სჭირდება. ეს პლანტაციის აბსოლუტურად განსხვავებულად დარგვას გულისხმობს.


-როგორ უნდა მოვუაროთ მოცვს და რა უნდა გავითვალისწინოთ კარგი შედეგის მისაღებად?


-არსებობს 3 ზოგადი, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რითაც ამ დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ.


პირველი - ეს ნიადაგის მომზადებაა. პლანტაციის გაშენება და ამაზე ფიქრიც კი, სწორედ ნიადაგის სათანადო მომზადებით იწყება. მოცვის პლანტაციის ასე, უბრალოდ გაშენება არ შეიძლება. პირველყოვლისა, ნიადაგის მჟავიანობა უნდა გამოვიკვლიოთ. შემდეგ უნდა შევამსუბუქოთ ის ტორფით, შევიტანოთ მადრენაჟებელი მასალა და ა.შ.


მეორე კრიტერიუმი სწორი სარგავი მასალის შერჩევაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ კარგად მომზადებული ნიადაგი გვაქვს, კარგი სარგავი მასალის შერჩევას ვიწყებთ. თავის მხრივ, ეს რამდენიმე ასპექტის დაკმაყოფილებას გულისხმობს. პირველ რიგში, მცენარე გენეტიკურად სუფთა უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ჯიშების აღრევა ან გენეტიკური მუტაცია, რაც ძალიან არასასურველ შედეგებს იწვევს. გენეტიკურად ჯანსაღი და წმინდა მცენარის შერჩევის შემდეგ მისი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებაზე გადავდივართ. დასარგავად მცენარის ოპტიმალური სიმაღლე უნდა შეირჩეს. მაგალითად, 1-მეტრიანი ნაზარდის მქონე მცენარე ვიზუალურად სასიამოვნო შესახედავია, თუმცა კარგ სარგავ მასალას არ წარმოადგენს. ოპტიმალური სარგავი მასალა არის არაუმეტეს 40 სანტიმეტრისა. ასევე, სასურველია, რომ მცენარის ამონაყრების რაოდენობა 2-დან 4-მდე იყოს. ასევე, აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ სარგავი მასალის შერჩევის შემდგომ ის პირდაპირ არ უნდა დავრგოთ - ჯერ უნდა გადავჭრათ, რათა მივიღოთ უფრო ძლიერი მცენარე, რომელიც უკეთესად გაიზრდება და ნიადაგში გადატანის შემდეგ ადაპტაციასაც უკეთ გაივლის. მნიშვნელოვანია ფესვის სწორად დამუშავებაც.


მესამე კრიტერიუმი მცენარისთვის სწორი კვების შერჩევაა. ეს ყოველწლიური რუტინაა, რისთვისაც ნიადაგის გამოკვლევა და მასში შემავალი ელემენტების რაოდენობის დადგენა გვჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში ეს სერიოზული პრობლემაა. შესაძლოა, ნიადაგი კარგად იყოს დამუშავებული, კარგი სარგავი მასალაც შევარჩიოთ, მაგრამ ძალიან ჭირს კვების სწორი გეგმის შემუშავება, რადგან არ ხდება ნიადაგის რეგულარული და დეტალური გამოკვლევა.


გარდა ამისა, მოვლის რუტინაში დიდ როლს თამაშობს გასხვლა. თუ მცენარეს, წესის მიხედვით, სათანადოდ არ ვსხლავთ, მოსავლიანობა შეიძლება ათჯერაც კი შემცირდეს.


საბოლოოდ, ფასის, სასარგებლო თვისებების, პრეზენტაბელურობისა და ტრანსპორტაბელურობის გამო, ერთი მხრივ, მოცვი ძალიან მომგებიანი კულტურაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მას აქვს თავისი სპეციფიკური თვისებები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. რაკი საქართველოში ბუნებრივად ნაბოძები კარგი კლიმატი და ნიადაგი გვაქვს, სათანადო ცოდნითა და უნარებით, ჩვენ შეგვიძლია, ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი გავხდეთ ისეთი ბაზრებისთვის, როგორიც არაბული და აზიური ქვეყნებია, სადაც ფასი მაღალია იმ ბაზრებთან შედარებით, რომლებიც ათვისებული გვაქვს.


-ახალი ბაზრების ათვისება და ამ მიმართულებით განვითარება შედისაგრომაქს დეკორისგეგმებში?


-ბუნებრივია, ვგეგმავთ გავაფართოოთ მუშაობა როგორც ნერგების წარმოების, ასევე, მეტი ახალი ჯიშის გამოყვანის კუთხით. გვინდა, დავგეგმოთ სტანდარტი, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენ გაგვაჩნია აბსოლუტურად უნიკალური იტალიური აპარატურა, რომლითაც მოცვის ნერგების ავტომატიზებულ წარმოებას ვახდენთ. ჩვენს მუშახელს ფიზიკური შეხება მცენარესთან ძალიან იშვიათად აქვს. გადარგვა, სასუქების შეტანა, სუბსტრატის შერევა და სხვა პროცესები სრულად ავტომატიზებულია, რაც სარგავი მასალის მაღალ ხარისხს განაპირობებს.


ჩვენ, როგორც ნერგის მწარმოებელი კომპანია, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, გამოვიყენოთ ეკომეგობრული სასუქები, რომლებიც, მართალია, სწრაფ შედეგს არ იძლევა და ხანგრძლივი მოქმედებისაა, თუმცა გარემოს ნაკლებს ზიანს აყენებს. ცხადია, ეს ხარჯებს გვიზრდის, თუმცა ჩვენი პოლიტიკა ასეთია -  ვაწარმოოთ მაქსიმალურად ხარისხიანი ნერგი და ბაზარზე სათანადო პოზიცია სწორედ ამ გზით დავაკავოთ.


-რომელი სახეობები გაქვთ სანერგეში დღესდღეობით?


-ჩვენ სამივე კატეგორიის ჯიშები გვაქვს. ნებისმიერი ადამიანს შეუძლია, მოვიდეს, პირადად დაათვალიეროს სარგავი მასალა და შეარჩიოს მისთვის სასურველი. როდესაც მოცვის მიმართულებით მუშაობა გადავწყვიტეთ, ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო: მიგვეცა მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა, უშუალოდ ენახათ მცენარე.


მანამდე ისინი ნერგს ევროპაში დისტანციურად ყიდულობდნენ და კონტეინერის გახსნამდე არ იცოდნენ, რეალურად რა დახვდებოდათ იქ. მოლოდინი და რეალობა კი ხშირად ძალიან აცდენილი იყო ერთმანეთს. ჩვენ გვინდოდა, ბაზარზე არსებული ეს შავი ხვრელი ამოგვევსო.


მაღალ ხარისხთან ერთად, ეს მომხმარებლებისთვის ერთგვარი გარანტიაცაა. ჩვენ ფიზიკურად ვარსებობთ, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენთან მოსვლა და კონსულტაციის მიღება. ეს ნდობის ფაქტორსაც ზრდის და ადამიანს თავს უფრო დაცულად აგრძნობინებს.


-თქვენი გამოცდილებით, რომელი კატეგორიის ჯიშებია საქართველოში ყველაზე პოპულარული?


-როდესაც დიდი პლანტაციების გაშენება ხდება, აქცენტი მხოლოდ ერთ მათგანზე არ კეთდება. ფერმერები ცდილობენ, შეიძინონ როგორც საადრეო, ასევე, საშუალოდ საადრეო და საგვიანო ჯიშებიც. როდესაც მცირე ფერმერებს სურთ გაშენება, ჩვენი დაკვირვებით, ძირითადად, საადრეო ნერგებს ირჩევენ.


ჩვენ მომხმარებელს ფართო არჩევანს ვთავაზობთ, საიდანაც თავისთვის სასურველს თითოეული მათგანი ამოარჩევს.  


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up