კომპანია İSFA, რომელიც ევლახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პარკის რეზიდენტია, ნერგების ექსპორტს საქართველოში გეგმავს.
Interfax-Azerbaijan-ის ინფორმაციით არსებული ხელშეკრულების მიხედვით ოქტომბერში ნერგების ექსპორტი ყირგიზეთში განხორციელდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე, İSFA გეგმავს საქართველოში 100 000 კაკლის, ხოლო რუსეთში 150 000 ვაშლის, ალუბლისა და ნექტარინის ნერგის გატანას.
კომპანია ISFA არის ევლახის საპილოტე აგროპარკის პირველი მცხოვრები, რომლის ნათესი ფართობი 50 ჰექტარია, საიდანაც 40 ჰექტარი ხეხილის ბაღებია, 10 ჰა კი ნერგები.
ევლახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პარკის პროექტის ღირებულება 103 მილიონი მანეთია, საიდანაც 74 მილიონი მანეთი კერძოა, 29 მილიონი მანეთი სახელმწიფო ინვესტიციაა.
სასოფლო-სამეურნეო პარკის მთლიანი ტერიტორია 2855 ჰექტარია.