ბიზნესსექტორს საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს

ბიზნესსექტორს საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს

access_time2022-05-07 12:55:22

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, თბილისში, ბათუმსა და ფოთში ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს ოპერატორებს ცვლილებების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინეს და სხვა ცვლილებებთან ერთად ის საბაჟო პროცედურები გააცნეს, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელი ხდება საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.

2022 წლის 14 მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სხვა მიმართულებებთან ერთად, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა - „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასურები დგინდება.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, ხოლო შაბათს − 21 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი უქმე დღეებია.


ამასთან, გაფორმების ორგანოებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდში, შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების საბაჟო პროცედურები, რომელიც არ მიეკუთვნება პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს.

სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე ის დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათისაა და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=615





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up