ბულგარეთის საპორტო ქალაქ ბურგასსა და ბათუმს შორის საბორნე მიმოსვლა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ცნობილი ხდება, რომ 4 ივლისიდან ბურგასსა და ბათუმს შორის ბორანი „ვილნიუსი“ კვირაში ერთი სიხშირით იმოძრავებს. ბურგასიდან ბორანი სახელმწიფო პორტის 11A ნავმისადგომიდან გამოვა და მისი ტევადობა 150 სატვირთო ერთეული და პლუს მგზავრების იქნება.
ბურგასის პორტის აღმასრულებელი დირექტორის დიაან დიმოვის განმარტებით, უკრაინის ომმა ამ მიმართულებით სერიოზული ინტერესი გააჩინა, ვინაიდან სწორედ ამ მარშუტით ხდება ტვირთების ტრანსპორტირება. მეორე მხრივ, ბიზნესი ეძებს უმოკლეს და ყველაზე ეკონომიურ მარშრუტებს.
აღსანიშნავია, რომ ვილნიუსი დრუჟბას შემდეგ მეორე ბორანია, რომელიც ბურგასი-ბათუმის ხაზს მოემსახურება. ბორანის ოპერატორი კომპანია Ukrferry-ა.