ავიაკომპანია Buta Airways ივნისიდან ფრენების განრიგის თანახმად ბაქო–ბათუმის მიმართულებით რეისებს შეასრულებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზშია ნათქვამი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
1–ლი ივნისიდან ავიარეისები ბაქო–ბათუმი–ბაქოს მიმართულებით კვირაში ორჯერ, პარასკევს და კვირას შესრულდება.
მანამდე ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით აღადგინა ფრენები. ამ მიმართულებებზე ბილეთები კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა ხელმისაწვდომი. ბილეთების ფასი 29 ევროდან იწყება.