დაჩრდილავს თუ არა „აქსის თაუერსს“ „ყიფშიძის ბაღების“ მრავალფუნქციური კომპლექსი

დაჩრდილავს თუ არა „აქსის თაუერსს“ „ყიფშიძის ბაღების“ მრავალფუნქციური კომპლექსი

access_time2021-12-24 12:00:45

ვაკეში,  ყიფშიძის პირველ ნომერში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. „ყიფშიძის ბაღები“ ასე ჰქვია მასშტაბური პროექტს, რომელსაც 11 000 კვ. მ.-ზე შპს „გუმბათი ჰოლდინგი +“ დედაქალაქის ცენტრში ახორციელებს.  

 


ჰოლდინგის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მრავალბინიანი სახლის მშენებლობა სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანიამ 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში დაასრულებს. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით დეტალების გასარკვევად, კომპანიის დირექტორს სოსო მაჩაიძე დავუკავშირდით, თუმცა ამ ეტაპზე მან მედიასთან საუბარი არ ისურვა.

 





თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ პროექტს შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ბაგები 504“-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ახორციელებს. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მრავალსართულიანი შენობის  საერთო ფართობი 91 831 კვ.მ იქნება, საიდანაც საცხოვრებელ ფართს 41 643 კვ.მ დაეთმობა. საოფისე ფართისთვის კომპლექსში 7 414 კვ.მ. განკუთვნილი. პროექტის მიხედვით მრავალფუნქციური შენობაში 1 942 კვ.მ კომერციული ფართობია, ხოლო საზაფხულო ფართობი 10 969 კვ.მ იქნება. რაც შეეხება ავტოსადგომს, მისი ფართობია 18 204 კვ.მ.



ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ არსებული ტერიტორიაზე დაუსრულებელი ობიექტის პროექტი საკრებულოს განკარგულების საფუძველზე დაამუშავა. მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე უკვე არსებული ძველი დაუსრულებელი შენობის ნაწილი, საძირკვლის გარდა, სრულიად გამოუსადეგარია. შესაბამისად, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალმა გეგმარებამ აბულაძის ქუჩის პარალელური შენობის სართულიანობა შეცვალა და 25 სართულამდე გაზარდა. განმარტებით ბარათში წერია, რომ გაზრდა ასევე შეეხო ყიფშიძის ქუჩის მართებულად მდებარე შენობას, რომელიც  19-სართულიანი გახდა.  მათივე ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩის პარალელურად არსებული შენობა 16 სართული იქნება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კომპლექსის სართულებს ერთმანეთისაგან მე-11  მე-12 სართულებზე მოწყობილი მწვანე სახურავი გამიჯნავს.

 






თუმცა, როგორ თითქმის ყველა მასშტაბური პროექტი თბილისში, „ყიფშიძის ბაღების“ მშენებლობაც პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამჯერად პროტესტს განსხვავებული ფორმა აქვს და ადამიანების ჯგუფი მშენებლობის შეჩერებას ოფიციალური განცხადებებით ცდილობენ. პირველი საჩივარი, რომელსაც კომერსანტი გაგაცნობთ, არც მეტი, არც ნაკლები, „აქსის თაუერსის“ დირექტორს თეიმურაზ ჭოხონელიძეს ეკუთვნის. ბიზნესმენი არქიტექტურის სამსახურს მიმართავს, რომ პროექტი შეიცვალოს, რადგან ახალი მშენებლობა „აქსის თაუერსის“ ბუნებრივი განათებულობას არღვევს.

 


„ჩვენ აღნიშნულ პროექტს არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავეცანით. ასევე, გავეცანით მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს  „მოსაზღვრე ტერიტორიებზე განთავსებული შენობა ნაგებობების კვლევა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებით ზეგავლენის წარმოქმნის შესაძლებლობა“ -ს. გვინდა მოგახსენოთ, რომ წარმოდგენილი დასკვნა არ შეესაბამება სათაურში დასმულ საკითხს. კვლევაში საუბარია მხოლოდ კონსტრუქციულ ნაწილზე და არაფერია ნათქვამი, არც ქალაქგეგმარებითი და არც ინსოლაცია-განათებულობის კუთხით კვლევაზე.





წინა წერილში მოვითხოვეთ, რომ  კვლევები სწორედ ამ საკითხებზე ჩატარებულიყო. ვინაიდან, თქვენ არ მოსთხოვეთ პროექტანტს ამ კვლევების ჩატარება, გადავწყვიტეთ აღნიშნული კვლევა ექსპერტისთვის დაგვეკვეთა და თქვენთვის წარმოგვედგინა.


ექსპერტის ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ირღვევა ბუნებრივი განათებულობა ჩვენი შენობის მიმართ. ამიტომ მოვითხოვთ, რომ პროექტი იქნას შეცვლილი!


როგორც წინა წერილში მოგწერეთ, ჩვენთვის გასაგები და მისაღებია კანონის ფარგლებში, საკრებულოს მიერ გაცემული განკარგულება სიმაღლის სქემის დაუცველობასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის მისაღები და ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია, ამ გადაწყვეტილების გამოყენება მიქელაძის ქუჩის მიმართ, რომლის სიგანეც 6 მეტრია და ჩვენს შენობებს შორის დაშორება მხოლოდ 17 მეტრია“, - წერს არქიტექტურის სამსახურის უფროსს თეიმურაზ ჭოხონელიძე.

 


თბილისის მუნიციპალიტეტს განცხადებით ასევე ყიფშიძის №7ბ კორპუსის მაცხოვრებლებმაც მიმართეს. ადგილობრივებს დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ. ისინი თვლიან, რომ შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-ის  მიერ წარდგენილი თანდართული დოკუმენტაცია სამშენებლო პროექტთან შესაბამისობაში არ არის. მაცხოვრებლებს იმედი ჰქონდათ, რომ ხარვეზებს არქიტექტურის სამსხურიც დაადგენდა და მშენებლობის ნებართვას არ გასცემდა, თუმცა დედაქალაქის მთავრობამ ყიფშიძის ქუჩის ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადება არ გაითვალისწინა.

 


 



„გაცნობებთ, რომ გავეცანით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტს  რის შედეგადაც დავადგინეთ, რომ:

 

1. „საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების“ ნაწილში წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება წარდგენილი პროექტს. დასკვნა გაცემულია ძველი პროექტისთვის, რომელიც ამჟამად შეცვლილია ახალი პროექტით, რომელიც მოცულობით ძველ პროექტს ბევრად აღემატება. ასევე კვლევა ჩატარებულია არასათანადო პერიოდში, 2020 წლის ნოემბრის საექსპერტო შეფასებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული შეფასება ეფუძნება 2006 წელს ჩატარებულ გეოლოგიურ კვლევას, რაც ეჭვს ბადებს სეისმური ცვლილებების ფონზე რამდენად შესაფერისია 14 წლის წინ არსებულ კვლევაზე დაყრდნობა. 

 

ჩვენი აზრით აღნიშნული კვლევა ვერ დაედება საფუძვლად მშენებლობის პროექტს საინჟინრო გეოლოგიურ ნაწილში.  მიგვაჩნია, რომ ხელახლა უნდა ჩატარდეს და წარგედგინოთ ახალი გეოლოგიური კვლევა  წარმოდგენილი პროექტისთვის.

 

2.  ჩვენთვის მიუღებელია მშენებლობის ნებართვის გაცემა წარდგენილი „მომიჯნავე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა“- ზე დაყრდნობით, რადგან დასკვნაში არ არის შესწავლილი მომიჯნავე შენობების კონსტრუქციული მდგომარეობა, მხოლოდ მეტრ დაშორებებია გადაზომილი, რითაც დაგვეთანხმებით ალბათ რომ შეუძლებელია დასკვნის გამოტანა თითქოს „გამორიცხულია უარყოფითი შედეგების განვითარება, როგორც მშენებლობის ასევე მის შემდგომ საექსპლუატაციო პერიოდში“, რაც დაასკვნა ბ-ნმა ალექსანდრე ყურაშვილმა. ასევე, დასკვნაში არ არის გათვალისწინებული დემონტაჟის შედეგად მომიჯნავე შენობების მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები და საფრთხეები.

 

3. ჩვენთვის მიუღებელია მშენებლობის ნებართვის გაცემა გზის გამტარუნარიანობის დასკვნის გარეშე. სამშენებლო პროექტში გათვლილია 450-მდე საპარკინგე ადგილი. ყიფშიძის ქუჩას არ გააჩნია ალტერნატიული სატრანსპორტო გზა, რითაც საგზაო საცობის შემთხვევაში სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები ისარგებლებენ. გთხოვთ, არ დაუშვათ აღნიშნული პროექტის ნებართვის გაცემა სათანადო გზის გამტარუნარიანობის დასკვნის გარეშე. მოგეხსენებათ, ყიფშიძის ქუჩა არის ცალმხრივი და აქვს მხოლოდ 1 გასასვლელი გზა ჭავჭავაძის ქუჩაზე. აღნიშნული პროექტი სრულიად დატვირთავს ყიფშიძის გასასვლელს, რითაც მთელი ყიფშიძის ქუჩა პარალიზებული იქნება, ასევე აღნიშნული პროექტი გავლენას მოახდენს ჭავჭავაძის ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის საავტომობილო გზის დატვირთვაზეც.

 

4. ჩვენთვის ცნობილია, რომ მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს კომპანია „იქსორი“-ს მიერ თბილისი, ყიფშიძის ქ.15-ში აღმოჩნდა პრობლემების წინაშე კანალიზაციის დაერთების საკითხში. გთხოვთ, ყიფშიძის ქუჩა N1-ზე მშენებლობის ნებართვის გაცემამდე დარწმუნდით აღნიშნული საკითხების უსაფრთხოებასა და მიზანშეწონილობაზე.

 

ზემოთ აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, გთხოვთ მკაცრად გააკონტროლოთ აღნიშნული მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი და არ დაუშვათ, რომ ყიფშიძის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ეჭვქვეშ დადგეს აღნიშნული სამშენებლო პროექტის განხორციელებით“, -  ნათქვამია ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებაში.

 


თუმცა, ფაქტი ერთია, ათობით მაცხოვრებლის საფუძვლიანი ეჭვებისა და კითხვების მიუხედავად, კალაძის მერიამ მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა და დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური პროექტის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up