ევროკრედიტის ფინანსური დირექტორი გუჯა ცინცაძე მიმოიხილავს მიკროსაფინანსო ბაზარს და გასული წლის შედეგებს

ევროკრედიტის ფინანსური დირექტორი გუჯა ცინცაძე მიმოიხილავს მიკროსაფინანსო ბაზარს და გასული წლის შედეგებს

access_time2022-03-16 12:10:28

„პირველ ეტაპზე განვიხილოთ რა არის მიკროსაფინანსო და რით განსხვავდება ის ბანკისგან.


მსოფლიოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფინანსური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. მათი სახელწოდება “მიკრო” სწორედ მათი მთავარი მიზნობრიობიდან გამომდინარეობს. ისინი გასცემენ შედარებით მცირე ზომის სესხებს და აქვთ გარკვეული ლიმიტები. მიკროსაფინსასოები ემსახურებიან შედარებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, რომელთაც ბანკის სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. დღეს მსოფლიოს გარშემო, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 160 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებით.

 

საქართველოში მიკროსაფინონსოები არც თუ დიდი ხის წინ გამოჩნდნენ და ისინი სწორედ იმ ადამიანებს ეხმარებიან, რომელთაც თანხის მიღება დიდ ბანკებთან ბიუროკრატიაში ჩაკარგვის გარეშე სჭირდებათ. ქართულ ბაზარზე გაჩნდა პროექტი, რომელიც სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომია და არ ქმნის ზედმეტ ბარიერებსა თუ ბიუროკრატიას.

 

შეგვიძლია, 2021 წელი და ამ წელს შექმნილი გამოწვევები მოკლედ შევაჯამოთ.



  • 2021 წელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. საანგარიშო პერიოდში მათი  წმინდა მოგება 97.8 მლნ ლარზე მეტი იყო, რაც დაახლოებით 20 მლნ ლარით აღემატება წინა კვარტალის მონაცემებს (78 მლნ ლარი), წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 52,6 მლნ ლარით მეტია (45,127 მლნ ლარი). (116.7%) 


მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალი სექტორმა 97 825 144 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 108 435 014 ლარი შეადგინა. 

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, 1.634 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, მთლიანი კაპიტალი კი 570.9 მლნ ლარი. 

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალში მიკროსაფინონსოების საპროცენტო შემოსავალმა 324 463 284 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 290 866 335 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 8 426 046 მლნ ლარი შეადგინა. 

საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსოების არასაპროცენტო შემოსავლებმა 48 924 452 ლარი შეადგინა, აქედან საკომისიო და გაწეული მომსახურებიდან 50 639 651 ლარი. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალში ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.



მიკროსაფინანსოებმა ფინანსურ განვითარებასთან ერთად დაიწყეს სერვისების გაუმჯობესება. ერთ-ერთი ასეთი სერვისია ევრო კრედიტის ავტოსესხი. შეიძლება ითქვას, რომ მათ  პირველებმა დანერგეს არხი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ სესხი ონლაინ სახლიდან, ოფისიდან, აგარაკიდან გაუსვლელად მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით მიიღონ. მსგავსი პირობები ვრცელდება განმეორებით სესხზე. განმეორებითი სესხის შემთხვევაში მომხმარებელს აქვთ შესაძლებლობა, რომ ონლაინ ყოველგვარი დამატებით ბიუროკრატიის, ქაღალდის, მოსვლისა და დათვალიერების გარეშე, მშვიდად, წყნარად რამდენიმე წუთში მიიღონ სესხი.

 

ბოლო წლებში მსგავსი პროექტებით, ავტომობილებით უზრუნველყოფილი სესხებით, დაინტერესდნენ საქართველოში არსებული ბანკები და ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა პორტფელის ძირითად ნაწილს სხვა სეგმენტი წარმოადგენდა. ქვეყნის ბაზარზე გაზრდილმა ჯანსაღმა კონკურენციამ სასესხო პირობების ცვლილება გამოიწვია.  მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, პანდემიის გავლენებისა და კონკურენციის ზრდისა 2021 წელს ევრო კრედიტმა შეძლო წლის დასაწყისში არსებული 43 მილიონის ოდენობის საკრედიტო პორტფელის 31% ზე მეტით გაზრდა, რამაც 2021



წლის ბოლოს 57 მილიონი შეადგინა. პორტფელის ზრდამ არსებული აქტივის მოცულობა მნიშვნელიანად გააუმჯობესა, გააჯანსაღა, რაც ბუნებრივია მის ხარისხზე აისახა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად მეტად აკადემიური გახდა იმისათვის, რომ ერთის მხრივ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მათზე მორგებული პირობები შეეთავაზებინა, რომელიც მეტწილად იქნებოდა ინდივიდუალური გრაფიკი, რეფინანსირება იმისთვის, რომ შეფერხებების შემთხვევაშიც მომხმარებლებს შესძლებოდათ ანგარიშსწორება.

 

გარდა კონკურენციის ზრდისა მიკროსაფინანსოების შემდეგი გამოწვევა გახდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, მაგალითად შეზღუდვები ეფექტური სესხის გაცემაზე, სესხის უზრუნველყოფად მხოლოდ დაგირავებული აქტივის შეზღუდვა  და ა.შ. ამ ცვლილებებმა არსებული ფინანსური გეგმების დაკორექტირება გახადა საჭირო. ამ ცვლილებების შემდეგ აუცილებელი გახდა გაცემული სესხების განახლებულ განაკვეთზე მორგება და არსებულ პორტფელზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება, რაც ფინანსური თვალსაზრისით მათთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა. რიგ გამოწვევებს დაემატა პანდემიური ვითარება, კომპანიის გადაწყვეტილება მომხმარებლების გადასახდელ თანხაზე შეღავათებისა და გადავადებების დაწესება.  ამ სუბიექტურმა თუ ობიექტურმა გარემოებებმა კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა.   თუმცა ევრო კრედიტმა შეძლო შეენარჩუნებინა ზრდის ტენდენცია და 2020 წლის 1.7 მილიონი ფინანსური მოგებიდან 2021 წელი 4 ჯერ მეტი 6,1 მილიონი მოგებით დაესრულებინა. კომპანიის საოპერაციო შემოსავლები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 40% ზე მეტით გაიზარდა და 18 412 069 ლარი შეადგინა.

 

ევრო კრედიტის ზრდასა და განვითარებასთან ერთად შემცირდა ბიზნესის რისკები, გაუმჯობესდა პორტფელი, ხოლო კომპანიის მოგება რამდენიმეჯერ გაიზარდა. ამ ყველაფერმა განაპირობა დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვისა და არსებულ ინვესტორებთან სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზნით მოლაპარაკების შესაძლებლობა. 2021 წელს ევრო კრედიტმა დაიწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან და აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. კომპანიის დაფინანსების, სწორი პოლიტიკის დანერგვა ჩვენი მომხმარებლებისათვის უკეთესი პირობების შეთავაზების ყველაზე კარგი შესაძლებლობაა.

 

საფინანსო ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტექნოლოგიური ცვლილებებისადმი ადაპტირება, ინოვაციები და გამართული საოპერაციო/პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაა. ევრო კრედიტის განვითარება მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის, მოქნილობისა და სიმარტივის უზრუნველყოფის გარანტია.“

 

(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up