„სააღდგომოდ კვერცხზე ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა უთხრა, მისი თქმით ამ ეტაპზე წარმოება სრული დატვირთვით მიმდინარეობს და არც დეფიციტია მოსალოდნელი.
„სააღდგომოდ კვერცხზე ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ, მდგომარეობას დღეის მონაცემებით არა უშავს, ნედლეული გვაქვს, წარმოება სრული დატვირთვით მუშაობს, ამ ეტაპზე შეფერხება არ არის, ლარსი იყო უამინდობის გამო ჩაკეტილი და ნელ-ნელა იხსნება , მაგრამ მომარაგებას ვახერხებთ. ლარიც სტაბილურია. არაფერი განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება.
რაც შეეხება გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი კვერცხი სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნას, ისევე როგორც წინა წლებში.“ - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.