1 ტონა საქონლისა და ღორის გაყინული ხორცი 600 დოლარით გაძვირდა

1 ტონა საქონლისა და ღორის გაყინული ხორცი 600 დოლარით გაძვირდა

access_time2022-04-08 12:00:41

გაყინული ხორცის იმპორტიორები ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას ელიან. გლობალურ ბაზრებზე ფასმა ამ მიმართულებით საშუალოდ 30-50%-ის ფარგლებში მოიმატა.  ბოლო თვენახევარში 1 ტონა გაყინული ხორცი 600 დოლარით გაძვირდა. კომპანია ,,დუ“–ს დამფუძნებელი, იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ენერგომატარებლების მაღალი ხარჯი ტვირთად დააწვა წარმოებას, რასაც ემატება გაძვირებული ლოგისტიკა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,ტენდენცია პანდემიურ პერიოდში დაიწყო და უკრაინაში მიმდინარე ომმა ვითარება უფრო მეტად დაამძიმა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ფასზე ნეგატიურად მოქმედებს.  საწვავი კატასტროფულად ძვირი ღირს და როგორც წარმოების, ასევე ლოგისტიკის ხარჯზეც ახდენს გავლენას. შედარებით დაბალფასიანი ხორცის ფასი 50%-ით არის გაზრდილი, ზოგზეც 20%-იანი ზრდაა. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ბრაზილიაა. უმეტესწილად ინდუსტრიული წარმოების ხორცი შემოდის. ამ ეტაპზე 1 ტონა გაყინული საქონლის ხორცის ფასი 2800 დოლარია, ღორის ხორცის შმთხვევაში ეს მაჩვენებელი 2500 დოლარს შეადგენს, როცა რამდენიმე თვის წინ 1900 დოლარი ღირდა. უკრაინა ხორცის დიდი მწარმეობელი იყო, ეს მიმართულება ბაზარს დააკლდება და მოგვიწევს მაღალ ფასებში შესყიდვა, რაც ქართველ მომხმარებელს ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაურთულებს. ჩვენ საქართველოში ლარის გაუფასურების გამო ისედაც გვიჭირს მუშაობა და ახლა ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. არსებული ფასი ვერანაირად ვერ შენარჩუნდება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გოგიჩაიშვილი.


იმპორტიორის თქმით, გაყინული ხორცის ძირითადი მომხმარებელი ტურისტული ინდუსტრია იყო და დარგში შექმნილი პრობლემა რეალიზაციაზეც ცუდად აისახება.



,,დღეის მდგომარეობით, მართალია,  გადაზიდვებში დაბრკოლება არ არის და იმპორტი ჩვეულებრივ ხორციელდება,  მაგრამ ბაზარზე მყიდველის პრობლემაა. მსყიდველობითუნარიანობა მკვეთრად არის შემცირებული. მოლოდინიც გაურკვეველია, რა იქნება  ხვალ, არავინ იცის, არაპროზგნოზირებადია სიტუაცია. მთელ მსოფლიოში სასურსათო კრიზისზეა ლაპარაკი და ფასებიც სულ მაღლა იწევს, ამ პროცესს ჯერჯერობით ვერაფერს ვუპირისპირებთ“, - ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.


ხორცის ბაზარი შედარებით დაბალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტითა (52%) და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით ხასიათდება. საქართველოსთვის ხორცის იმპორტის კუთხით მთავარი პარტნიორი ქვეყნებია ბრაზილია, უკრაინა და თურქეთი. გაყინული ხორცის იმპორტით ბრაზილია ლიდერობს, ახალი ხორცით ვაჭრობის ბაზარზე კი – უკრაინა და თურქეთი.


არსებული ინფორმაციით, ხორცის ბაზარი უმეტესწილად იმპორტზეა დამოკიდებული. უკანასკნელად ხორცის ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტს 2008 წელს გადააჭარბა. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ხორცის წარმოების მასშტაბები თითქმის განახევრდა და 83 ათასი ტონიდან (2006) 42 ათას ტონამდე (2012)  შემცირდა.


2013 წლის შემდეგ ხორცის ადგილობრივ წარმოებაში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, თუმცა იგი კვლავინდებურად ჩამოუვარდება 2006 წლის ნიშნულს და  დაახლოებით 70 ათასი ტონის ფარგლებშია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up