kohi.ge ხის სახლების წარმოებას ევროკავშირის ქვეყნებშიც გეგმავს

kohi.ge ხის სახლების წარმოებას ევროკავშირის ქვეყნებშიც გეგმავს

access_time2022-06-21 12:00:47

როგორ მოერგო ბიზნესი ახალ რეალობას? რა გავლენა მოახდინა ხის კოტეჯების მწარმოებელ „kohi.ge“ - ს საქმიანობაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და როგორ აპირებენ ევროკავშირში ბაზარზე გასვლას?


მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, კომპანიას სახლებზე ფასები არ გაუძვირებია, რადგან ნედლეული რუსეთიდან აღარ შემოაქვს და თითქმის სრულად ქართულ წარმოებაზეა გადასული. 


„კომერსანტს“  „Kohi.ge“ - ს დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე: „როდესაც უკრაინაში ომი დაწყო, შარშან იანვარში დაწყებულ შეკვეთებს ვასრულებდით, თუმცა პროექტები ომიდან გამომდინარე შეჩერდა,  იანვარი, მარტი აპრილი და  თითქმის მთელი მაისი ახალი შეკვეთები არ მიგვიღია,  დაკონტრაქტებული პროექტები რაც იყო ისიც გააუქმეს. დაახლოებით 90% -იანი ვარდნა გვქონდა, თუ ომამდე თვეში ვიღებდით 20 შეკვეთას ომის  დროს 1-2 ზე ჩამოვიდა. ახლა იმ სამ თვესთან შედარებით  დიდი პროგრესი გვაქვს, თუმცა ომამდელ  ნიშნულს  ჯერ  მაინც  ვერ  დავუბრუნდით“.


ირაკლი ლომიძე “კომერსანტთან“ მომხმარებლის კონტინგენტის  ცვლილებაზეც  საუბრობს და აღნიშნავს, თუ ადრე მოთხოვნა ძირითადად ბიზნესის მხრიდან იყო და პატარა სასტუმროებს და საკურორტო დასახლებებს უკვეთავდნენ,  წელს ეს მოთხოვნა  შეიცვალა და ძირითადად სახლებს კერძო პირები საცხოვრებლად უკვეთავენ. ლომიძის  თქმით აქტუალური თბილისის შემოგარენია, ძირითადად საგურამო, მამკოდა და ლისი.


„ჩვენ კონკურენტებს სახლებზე  ფასის  გაზრდა დასჭირდათ,  თუმცა ეს ჩვენ  არ  შეგვხებია, რადგან  ჩვენ  გადავედით ქართულ ხეზე, ჩვენ  შევიძინეთ დანადგარი, რომლითაც  ვახდენთ ქართული ხის გამოშრობას, ვფიქრობ რუსულ ხეს ჩვენი ხე არაფრით ჩამოუვარდება.



აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალმთიან ტყეში ჯერ მოუჭრელ ქართულ ხეზე ფასი  საგრძნობლად არის  გაზრდილი თუ  ადრე  1  კუბური მეტი ღირდა 50 ლარი, ახლა მისი ფასი 190 ლარი გახდა. გარდა ამისა საქართველოში ამ ბაზარს ბევრი რეგულაცია აქვს, თუ არ გაქვს ლიცენზია ხეს ვერ მოჭრი და ვერ გადაამუშავებ. ჩვენ არ ვჭრით ხეს ტყეში. გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც გვაწვდიან ახალ მოჭრილ ფიცარს, ჩვენ კი ვახორციელებთ მისი ღრმა დამუშავებას , თუმცა, ეს ყველაფერი რუსეთიდან ნედლეულს შემოტანაზე უფრო იაფი გვიჯდება, ამიტომ ჩვენი მომხმარებლისთვის სახლები არ გაგვიძვირებია.


რაც ეხება მოსაპირკეთებელ მასალას, გვყავს პარტნიორი კომპანია, რომელმაც ნატახტარში მოსაპირკეთებელი მასალის წარმოება დაიწყო, მათი ფასებიც რუსეთიდან იმპორტირებულზე გაცილებით ნაკლებია. 


პრაქტიკულად  მთლიანად  ქართულ  პროდუქციაზე გადავედით, თუმცა მოსაპირკეთებელი მასალის მწარმოებელ კომპანიას ისეთი წარმადობა არ  აქვს, რომ  ჩვენი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და ჯერჯერობით მასალის  ნაწილი თურქეთიდანაც  შემოგვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.


ირაკლი ლომიძე ამბობს რომ kohi.ge ს  სახლები, მალე  ევროკავშირშიც გამოჩნდება, რომელსაც  წარწერა „დამზადებულია საქართველოში“ ექნება, თუმცა  ამ  ეტაპზე რუსეთ  უკრაინის ომმა სახლების ევროპაში ექსპორტი შეაჩერა.  „kohi.ge“ ბულგარეთში შვილობილ კომპანიასაც  ფლობს, რომელიც  სახლებს ევროპის ქვეყნებისთვის ამზადებს.


„ამ ომმა მარტო  საქართველოზე და უკრაინაზე  კი  არ  იმოქმედა, ევროპაზე  ახდენს  გავლენას და  ჯერ საქართველოდან ევროპაში სახლები არ  გაგვიტანია,  თუმცა უკვე  თითქმის ერთი წელია, რაც ბულგარეთში გვაქვს შვილობილი კომპანია, რომელიც  იქაური  მასალით აშენებს სახლებს. სამომავლოდ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ვაპირებთ გადასვლას, საიდანაც ევროკავშირში საქართველოში წარმოებულ სახლებს  გავიტანთ, ეს პროცესი ომმა დიაპაუზა, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ“, -  აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up