ვაკის ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური კომპლექსის პროექტი შეიცვალა - რენდერები

ვაკის ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური კომპლექსის პროექტი შეიცვალა - რენდერები

access_time2021-12-22 14:00:02

11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორია გასხვისდა. ისტორიული ობიექტი 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ 7,3 მლნ დოლარად შპს „ლეჩკომბინატი №1“-ს (წარსულში შპს დილა 2010) მიჰყიდა.

 


მრავალპროფილური საავადმყოფოს პროექტი დასამტკიცებლად ინვესტორმა დედაქალაქის მთავრობას პირველად 2013 წელს წარუდგინა, თუმცა თბილისის მერიამ პროექტი არ მოიწონა. შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მოპოვება 2014 შეძლო.

 





2017 წელს პროექტი სრულად იცვლება - კომპანია ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მშენებლობას გეგმავს. თუმცა, წარმოდგენილი ესკიზის უარი ეთქვა. გაიცა რეკომენდაცია, რომ სივრცით გეგემარებითი გადაწყვეტა დამუშავდეს.

 


განახლებული პროექტი, რომლის მიხედვითაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გამწვანებულ სივრცეს უნდა დათმობადა, დედაქალაქის მთავრობამ ერთი წლის შემდეგ მოიწონა. მშენებლობის ვადა 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა. თუმცა, 2019 წელს ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის გამო პროექტის მშენებლობა შეჩერდა - სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. საქმეზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით  ქვეკონტრაქტორი კომპანიის „ხიმიჯ სერვისის“ დირექტორი დააკავეს.

 





გასულ წელს შპს „ლეჩკომბინატი №1“-ს პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალა. განმარტებით ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს შეთანხმებული პროექტისაგან განსხვავებით, წარმოდგენილ ვერსიაში, უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ნაწილზე  განხორციელდა პრინციპული ხასიათის ცვლილება. კერძოდ, წრიულად განლაგებული ლიფტების მაგივრად, გაჩნდა საფეხმავლო პანდუსი. ცვლილება აგრეთვე შეეხო პარკის სიღრმეში მიმდებარე მოცულობას, თუმცა უფრო მეტად ფასადის ელემენტების ნაწილში.

 






შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს სამკურნალო კომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების განთავსებას.



განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილი პარკი იქნება საჯარო მოხმარებისათვის, ლანდშაფტურ - სარეკრეაციო დანიშნულებით. პარკის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა წრიული ფორმის აუზი, როგორც საჯარო სივრცის კომპოზიციური ცენტრი. დოკუმენტში წერია, რომ ლანდშაფტური პროექტით, გათვალისწინებულია, საფეხმავლო ბილიკების ორი ტიპის მოწყობა. საუბარია მუდმივ, მყარ-საფარიან და გათელილი ბალახის, გრუნტის საფარიან ბილიკებზე. აუზის პერიმეტრის დიდ ნაწილზე მოეწყობა მყარი საფარი, დაიდგმება საბაღე ავეჯი.






ტერიტორიაზე განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც კონცეფციის  თანახმად  მოიცავს, როგორც სამკურნალო ასევე სარეაბილიტაციო  კომპონენტებს.



პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო კომპონენტი გულისხმობს, ბავშვთა და მოზრდილთა  ფსიქო-ფიზიკურ  რეაბილიტაციას, მათი კულტურულ - სახელოვნებო აქტივობებში ჩართულობის  გზით.  განმარტებით ბარათში წერია, რომ აღნიშნული მიზნისათვის მისადაგებულია შენობის ბ-ბლოკი, სადაც იგულისხმება, შესაბამისი კლასებითა და დარბაზებით აღჭურვილი საგამოფენო სივრცეების შექმნა, შენობის მიწისქვეშა ნაწილში.  აქვე  განთავსდება  გალაკტიონის მუდმივი მემორიალური ექსპოზიცია და უნივერსალური საგამოფენო სივრცე, დროებითი ექსპოზიციებისთვის.

 




განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შენობის სამკურნალო ნაწილი (ბლოკი - ა) ტერიტორიის სიღრმეში განთავსდება და მიუხედავად სტრუქტურული და ფუნქციური ერთიანობისა  გარე სიბრტყეების დამუშავების  თვალსაზრისით თვითმყოფად  კომპოზიციას წარმოადგენს. შენობა ხუთ სართულიანი იქნება, რომელთაგან ერთი მიწისქვეშა სართულია. ა-ბლოკში შესვლა ხდება, შენობის უკანა მხრიდან და პარკის დონიდან. 

 




დოკუმენტში ასევე წერია, რომ ყოფილი საავადმყოფოს შენობის დაკონსერვებული შესასვლელი ბლოკის  სამსართულიანი მოცულობა მოექცევა, ოვალური მოხაზულობის  სტრუქტურაში, რომლის ინტერიერიც დაეთმობა ვესტიბიულს, სასადილოსა და ადმინისტრაციულ ნაწილს. ამ შენობის, სახურავი იფუნქციონირებს როგორც თავისუფალი საჯარო სივრცე, ერთგვარი ბელვედერი, რომელზე მოხვედრაც შესაძლებელი იქნება 24 საათის განმავლობაში შენობაში შეუსვლელად, გარედან დამონტაჟებული ვერტიკალურად მოძრავი პლატფორმების საშუალებით.

 



 


ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ასევე პარკის  ვიზიტორებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.





ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up