M|group, რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფი 2005 წელს დაარსდა და საქართველოში სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. 14 წლიანი გამოცდილებით და სერვისების მუდმივი გაუმჯობესებით კომპანიამ მომხმარებლების უდიდესი კეთილგანწყობა და ნდობა დაიმსახურა.
M|group -ის ერთ ერთი გამორჩეული და თბილისში ყველასთვის ნაცნობი რესტორანია „მასპინძელო“, რომელიც სტუმრებს ქართული სუფრის საგანძურის რჩეულ კერძებს 2008 წლიდან სთავაზობს.
აღსანიშნავია რომ „მასპინძელოს“ მთავარი ორიენტირი ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული ქართული, ავთენტური კერძები და მაღალი ხარისხის მომსახურებაა, რასაც სტუმრები ყოველდღიურად გრძნობენ, როგორც ადგილზე, ასევე საყვარელი კერძების გამოძახებისას.
მომსახურების კიდევ უფრო სწრაფი სტანდარტია წარმოდგენილი „მასპინძელოს“ ახალ, ექსპრეს კონცეფციის ფილიალში, რომელიც 28 მარტს, გ. ახვლედიანის 20 ნომერში გაიხსნა.
„მასპინძელო ექსპრესი“ ინარჩუნებს ბრენდის ყველასთვის საყვარელ და ნაცნობ შტრიხებს, გემოს, ხარისხს. ბრენდის მთავარი ღირებულება სწორედ საუკეთესო ქართული, ტრადიციული შტრიხების თანამედროვე ცხოვრების სტილში გადმოტანა და დამკვიდრებაა.
„მასპინძელო ექსპრესის“ ხაზი ორიენტირებულია, მოერგოს ცხოვრების თანამედროვე, სწრაფ სტილს და სერვისიც სწორედ ამ მიმართულებით განავითაროს როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით.
2022 წელს „მასპინძელოს“ ექსპრეს ფილიალების გახსნა დაგეგმილია შემდეგ ლოკაციებზე:
თბილისის მასშტაბით ახალი ობიექტები წარმოდგენილი იქნება ვერაზე, საბურთალოზე, დადიანის გამზირზე, ხოლო წლის ბოლომდე Express ფილიალი გაიხსნება ბაკურიანშიც.
ფოტოგრაფი: ჯუდა ხატია ფსუტური
(R)