თბილისის გოგირდის აბანოები ტურისტის გარეშე - როგორ უმკლავდება კრიზისს ჭრელი აბანო

თბილისის გოგირდის აბანოები ტურისტის გარეშე - როგორ უმკლავდება კრიზისს ჭრელი აბანო

access_time2020-10-07 15:40:38

 2017 წელს განახლებული „ჭრელი აბანო“ ტურისტებისთვის დედაქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო. პანდემიამდე ისტორიული გოგირდის აბანოებს შორის ეს ადგილი ყველაზე მოთხოვნადი იყო ტურისტებს შორის, რაზეც ჯერ კიდევ გასულ წელს ჭრელი აბანოს ადმინისტრაციის მენეჯერი „კომერსანტთან“ საუბრობდა.


ტურისტების გარეშე დარჩენილი ქვეყნისა და განსაკუთრებით დედაქალაქის ეს სპეციფიური ბიზნესი დღეს ნამდვილ გამოწვევას ებრძვის. გოგირდის აბანოს კულტურა უცხო და საინტერესო სწორედ ჩამოსული უცხოელისთვისაა, ვისაც სურს ქალაქის დაარსების ისტორიას  უფრო ახლოს გაეცნოს. 


ამჟამად კი, როგორც „ჭრელი აბანოს“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, შიდა ტურიზმი აბანოსთვის არაფერს ნიშნავს და შემოსული ტურისტის გარეშე კომპანიას საკუთარი თავის შენახვაც უჭირს. 


 

„5 თვე ვიყავით დახურულები და ივნისიდან კვლავ გავხსენით აბანო, თუმცა ხალხი არათუ განახევრებული, მეოთხედიც კი არ შემოდის.  2017 წელს განვაახლეთ „ჭრელი აბანო“, დავამატეთ სხვადასხვა სერვისები, რესტავრაცია და რემონტი გავაკეთეთ. დღის მანძილზე,  ხან არის მუშაობა ხან არ არის, უფრო პარასკევი-შაბათი-კვირა. შიდა ტურიზმი ძალიან სუსტია, მხოლოდ შემომავალ ტურისტებზე ვმუშაობდით ძირითადად. ფასებში გარკვეული კორექტირებები და აქციები გავაკეთეთ , რითაც ვმუშაობთ. ტურისტების გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავს შეინახავს კომპანია. თუ არ გაიხსნება საზღვრები, არ ვიცით რა იქნება,“ -  აცხადებს  „ჭრელი აბანოს“ სერვის მენეჯერი სალომე თედიაშვილი.


„ჭრელ აბანოში“ 1 საათით ნომრის ფასი  50-დან 500 ლარამდე მერყეობს და როგორც წესი, ყველა ადგილი წინასწარ რამდენიმე დღით, ზოგჯერ ერთი თვით ადრე იჯავშნებოდა ჯერ კიდევ 2019 წელს. ღირებულების მიხედვით ნომრებში სტუმრებს ხვდებათ აუზი, საუნა, საშხაპეები. აქვე არის პრემიუმ კლასის სამეფო აბანო. აღსანიშნავია, რომ თბილისურ აბანოებს ძირითადად რუსეთიდან სტუმრობენ. ადგილობრივი მაცხოვრებელი კი საკმაოდ იშვიათად დადის და ასაკობრივი სეგმენტიც მაღალია.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up