რესტორანი „ქალაქი“ დაიხურა - „ფართის მფლობელს სხვა გეგმები აქვს“

რესტორანი „ქალაქი“ დაიხურა - „ფართის მფლობელს სხვა გეგმები აქვს“

access_time2023-03-21 16:30:32

თბილისის ერთ-ერთი ცნობილი, პრემიუმ კლასის რესტორანი „ქალაქი“ დაიკეტა. როგორც რესტორნის დირექტორი თამარ ფოცხვერია „კომერსანტთან“ ამბობს, „ქალაქის“ დახურვის გადაწყვეტილება ფართის მფლობელმა მიიღო.


„რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება ფართის მფლობელმა მიიღო, როგორც ჩემთვის არის ცნობილი მას სხვა გეგმები აქვს, თუმცა კონკრეტულად რის გახსნას აპირებენ არსებულ სივრცეში ინფორმაცია არ მაქვს“,  ამბობს თამარ ფოცხვერია და დამატებითი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.


„კომერსანტის“ ინფორმაციით, ფართი შპს სატივეს ეკუთვნის, რომლის დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეა, ხოლო მესაკუთრეები არიან GD Group (70%) და შპს ზედაშე (30%). თავის მხრივ შპს GD Group-ის 27% კობა კვეტენაძეს, 27% გიორგი კილაძეს, 27% მიხეილ ჯაფარიძეს, ხოლო 19% შპს კოდუს ეკუთვნის, რაც შეეხება შპს ზედაშეს, კომპანიის 33.34%-იან წილს გიორგი კილაძე, 33.33%-ს კობა კვეტენაძე, ხოლო 33%-ს მიხეილ ჯაფარიძე ფლობს.



2018 წლის მაისში გახსნილი რესტორანი „ქალაქი“ კოსტავას ქუჩაზე მდებარეობდა, განსხვავებული სტილის დიზაინის და პროექტის ავტორი კი კომპანია spectrum-ია. როგორც არქიტექტურულ კომპანიაში აღნიშნავენ, რესტორნის „ქალაქი” მთავარი კონცეფცია იყო კლასიკური ფრანგულ-იტალიური არქიტექტურული სტილისა და ტრადიციული, მრავალფეროვანი ქართული სტილის სინთეზი და განსხვავებული სივრცეების ერთ ჭერქვეშ მოქცევა.


რესტორნის მმართველი კომპანია 2021 წლამდე „შპს კოსტავა 2016“ იყო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, კომპანია 2016 წელს დარეგისტრირდა. „შპს კოსტავა 2016“-ის დირექტორი თამარ მათიკაშვილია, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია, თუმცა კომპანიის რეგისტრაციის დროს მას მხოლოდ 50% ჰქონდა, დანარჩენ წილებს მიხეილ ჯაფარიძე, კობა კვეტენაძე და გიორგი კილაძე ინაწილებდნენ. 2021 წლიდან კი რესტორნის მმართველობა შპს „კრისტალმა“ გადაიბარა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თამარ ფოცხვერიაა.


„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და უფრო მეტ დეტალს, ფართის მფლობელებთან დაკავშირების შემდეგ შემოგთავაზებთ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up