რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უკრაინაში პუტინის ჯარების შეჭრიდან 50–ე დღეს მთავრობას ასიგნებების 17%–ით გაზრდას სთხოვს, რაც დაღუპული სამხედროების დაკრძალვას უნდა მოხმარდეს. რამდენი დაუჯდებათ ეს რუს გადასახადის გადამხდელებს, ჯერჯერობით უცნობია: რუსეთის არმია დანაკარგებზე დუმს და უკრაინიდან დაღუპულ სამხედროთა ცხედრები შერჩევით გამოაქვთ. ამის შესახებ BBC წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
უშიშროების სამსახურის მიერ წარდგენილი მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმად, დაკრძალვის ხარჯები 7 800 – 11 000 რუბლით იზრდება 56 400 – 74 200 რუბლამდე, მათი სტატუსისა და დაკრძალვის ადგილის შესაბამისად.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ფასები მკვეთრად გაიზარდა, დასავლეთის მხრიდან საპასუხო სანქციების გამო, ქვეყნიდან ბიზნესი გარბის, მიწოდებაში შეფერხებებია და სხვ. მარტში რუსეთში ინფლაციამ წლიურად 17% შეადგინა – ზუსტად ამდენით ითხოვს უშიშროების ფედერალური სამსახური ასიგნებების გაზრდას.