საქართველოში 154 769 „ჟიგულია“ დარეგისტრირებული - რატომ არ აუქმებენ ძველი ავტომობილის რეგისტრაციას?

საქართველოში 154 769 „ჟიგულია“ დარეგისტრირებული - რატომ არ აუქმებენ ძველი ავტომობილის რეგისტრაციას?

access_time2022-12-20 23:00:29

საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქ ავტომობილებს შორის ყველაზე გავრცელებულ ბრენდებში მესამე ადგილზე საბჭოური VAZ-ია, — ინფორმაცია „თიბისი კაპიტალის“ საავტომობილო სექტორის კვლევაშია აღნიშნული.


საქართველოში საბჭოური VAZ-ის ე.წ. „ჟიგულის“ 154 769 ავტომობილია რეგისტრირებული, რასაც კვლევის ავტორები საქართველოს საკანონმდებლო სისტემით ხსნიან, რომლის მიხედვითაც  დღემდე არ არსებობს ავტომობილის რეგისტრაციის გაუქმების შესაბამისი მექანიზმი.



„საქართველოში ავტომობილებს რეგისტრაციიდან აქტიურად არ ხსნიან. ჩვენი ვარაუდით, ამ 154 ათასი „ჟიგულიდან“, შესაძლოა დიდი ნაწილი არ იყოს რეალურად ექსპლუატაციაში. უბრალოდ, ფიქსირდება მათი კვლავ აქტიური სტატუსი. მოქალაქეებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ, ძველი ავტომობილის რეგისტრაცია გააუქმონ, რადგან ამაზე გადასახადის გადახდა არ უწევთ. შესაბამისად, წლებია VAZ -ი ფორმალურად ლიდერ პოზიციაზე რჩება“,  აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.


„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ავტომობილზე ერთადერთი გადასახადი რაც არსებობს, არის ქონების გადასახადი ანუ როცა ოჯახის შემოსავალი აჭარბებს 40 ათას ლარს უკვე სავალდებულოა მოძრავი ქონების მითითებაც. თუ მოქალაქის შემოსავალი არ აჭარბებს 40 ათას ლარს, რეალურად შეუძლია ჰყავდეს რამდენიმე მანქანა საკუთარ სახელზე და არანაირ გადასახადს არ გადაიხდის. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, შესაბამისად  მფლობელს მოტივაცია არ აქვს, რომ მის სახელზე არ ირიცხებოდეს ძველი რეგისტრირებული ავტომობილები.


თეგები:
ჟიგული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up