საქართველოში ღვინის ქვისგან დამზადებული სამკაულები  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტზე გადის

საქართველოში ღვინის ქვისგან დამზადებული სამკაულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტზე გადის

access_time2022-07-22 09:00:54

დაახლოებით ერთი წელია რაც ქართულ ბაზარზე ღვინის ქვის სამკაულები გამოჩნდა, ის Emocia Wines და Emocia Handmade Jewellery–ს შემქმნელმა თამარ აბულაძემ ახალი ბრენდის Wine Diamond-ის ქვეშ შექმნა. 

 

აქსესუარი ვერცხლის უმაღლეს სინჯშია წარმოდგენილი და Wine Diamond–ის სახელით იწარმოება. ეს არის ახალი სიტყვა სამკაულში, მისი მიზანი კი მსოფლიოში ქართული ღვინის და ვაზის პოპულარიზაცია და „ღვინის უკვდავყოფაა“, როგორც Wine Diamond-ის დამფუძნებელი თამუნა აბულაძე გვიყვება, „ღვინო ჩამოისხმევა დაილევა, ხოლო სამკაული შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს“, სწორედ ამიტომ კომპანიის სლოგანია „ჩვენ უკვდავვყოფთ ღვინოს“.

 

რა არის ღვინის ქვა, საიდან გაჩნდა ღვინის სამკაულებში „უკვდავყოფის“ იდეა და როგორ მოხვდა მსოფლიოს  სხვადასხვა  ქვეყანაში ღვინის სამკაულები - ამ და სხვა თემებზე Wine Diamond-ის დამფუძნებელმა თამუნა აბულაძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა.


 


ღვინის ქვა ეს არის ღვინის ბუნებრივი კომპონენტი, კალიუმის მარილები ე.წ. „ტარტრატი“, რომელსაც ყველა ღვინო იკეთებს, გააჩნია თუ რა მეთოდით არის დაყენებული ის.  როდესაც ღვინო განიცდის ტემპერატურულ შოკს და ტემპერატურა -4 გრადუსზე  ეცემა, ღვინის მარილების გამოყოფა სწორედ მაშინ ხდება და ჭურჭელში კედლებზე მაგრდება, რა ფერისაც არის  ღვინო, ზუსტად იმ ფერისაა ქვაც, ბევრ  ქვეყანაში ეს მასალა საკვებშიც გამოიყენება, თუმცა  საქართველოში გამოყენება არ აქვს და ყრიან.


„რამდენიმე ბრენდი მაქვს, Emocia wines და Wine Diamond სამკაულებს ღვინის თემატიკით ქმნის, ეს მიმართულება ჩემი აღმოჩენაა. დამთავრებული მაქვს ღვინის სკოლა და მქონდა ინფორმაცია ღვინის ქვის შესახებ, ასევე ვამზადებდი სამკაულებსაც, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ღვინის ქვისგან გამეკეთებინა სამკაული, ამ იდეის არავის სჯეროდა, განსაკუთრებით კი მეღვინეები უყურებდნენ სკეპტიკურად, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მომიწია, რამდენიმე თვის განმავლობაში ვატარებდი ცდებს, უნდა მიმეღო წყლის და სხვა ზემოქმედების მიმართ გამძლე და მყარი ქვა, ბუნებრივად უნდა ჰქონოდა შენარჩუნებული იერსახე და ვიზუალურად ლამაზი უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ შედეგიც მივიღე. დღეს ბრენდი პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში. ახლა რამდენიმე ვიზიტით ვიყავი ესტონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, და  დანიაში.  ბრენდი  არის  Creative business cup Caucasus – ის  გამარჯვებული. ბრენდის  მზიანია, რომ  სამკაულებში გახდეს ცალკე მიმართულება“,  აღნიშნა თამუნა აბულაძემ.

 

როგორც თამუნა აბულაძე  გვიყვება, პანდემიის დროს სიახლეზე ფიქრისთვის ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა , მისი მიზანია უნიკალური და განსხვავებული პროდუქტის შექმნა, შესაბამისად სამკაულებსაც ლიმიტირებული რაოდენობით ან ექსკლუზიურად უშვებს, თუმცა ღვინის ქვაშიც  ყველა კრისტალი განსხვავებულია და შეუძლებელია, რომ ორი სამკაული ზუსტად ერთი და იგივე გამოვიდეს.


 

„ღვინის ქვის სამკაულებში  გვაქვს  ყველაფერი  ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, იქნება ეს  ბეჭდები, ბროშები,  სამკაულები ,ყელსაბამები,  ჯვრები, სამაჯურები  ტყავზე, მამაკაცისთვის  პერანგის  სამაგრები თუ სხვა. ასევე გვაქვს  ახალი მიმართულება, რომელსაც 8000 ჰქვია  და  მიზანია, რომ საქართველოს  სხვადასხვა მოსავლის,  სხვადასხვა  კუთხის  ნაცნობი და თუ უცნობი  ყურძნის  ჯიშებისგან გამოყვანილი ღვინის ქვები  ჩავსვათ ბეჭედში.




ასევე მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ პროდუქტს,  რომელიც გულისხმობს   ე.წ. სავიზიტო  ბარათის  ყურძნის  ბროშებს და წარმოადგენს  ქართული  ყურძნის  ჯიშების  ანალოგებს. პროდუქტი ვიზუალურად  ძალიან ჰგავს იმ ყურძენს, რომელსაც  წარმოადგენს,  მაგალითად რქაწითელი,  ქისი,  საფერავი, სხვა ცნობილი თუ უცნობი  ყურძნის  ჯიშები. ამ პროდუქტს მოყვება  პასპორტიც,  სადაც  ამ  ჯიშებზე  ინფორმაცია,  7 ენაზეა წარმოდგენილი. ასევე  გვაქვს  სუვენირები  ბრინჯაოს  და  მარმარილოს  ქვებისგან  დამზადებული სუვენირები , რომელიც  კარგი საჩუქარია,  გვაქვს  ღვინის სადეგუსტაციო  ჩანთა - ნახატი, რომელსაც  მოჰყვება თავისი  ორი  ბოკალი,  ასევე  ბრენდში  არის  აბრეშუმის შარფები,  რომელზეც  დატანილია  გაყინული  ღვინის  წვეთი დანახული მიკროსკოპის ქვეშ“, - აღნიშნა თამუნა აბულაძემ. 

 

თამუნა აბულაძე ამბობს, რომ ყველაფერი თავისი პირადი ინვესტიციით განახორციელა, პირველად  2019 წელს  შექმნა Emocia handmade jewelry, სადაც  ქმნიდა  სამკაულებს, თუმცა  ბაზარი მსგავსი  პროდუქციით გაჯერებული იყო და შეეცადა მოეძებნა  საკუთარი ნიშა და დაიწყო ნატურალურ  ქვებზე მუშაობა,რომელიც საქართველოში არ იშოვებოდა და  საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა,  ბრენდის  სლოგანია„ გადაეცი ემოცია“ მომხმარებელი, რომელიც პროდუქტს ყიდულობდა ემოციას უკან უბრუნებს და უზიარებს.

 

„ამის მერე 2020  წელს  გაჩნდა  „ emocia wines.  მას  შემდეგ  რაც ღვინის  სკოლა  დავამთავრე მინდოდა , რომ საკუთარი  ღვინო მქონოდა  მაგრამ  ეს დიდ  ძალისხმევასთან იყო  დაკავშირებული, ამიტომ საკუთარი ყურძნები შევქმენი.  პირველმა ბრენდმა Emocia handmade jewelry -იმ  გაამართლა და ის აღებული თანხით შევქმენი  emocia wines  და შემდეგ wine diamond, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ სამივე ბრენდი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, თუმცა ერთმანეთს და საკუთარ თავს ინახავს.“ -  აღნიშნა თამუნა აბულაძემ.

 

 


„გარდა იმისა, რომ ონლაინ ვყიდით  გვყავს  ერთგული მომხმარებლები,  რომლებიც  პირველივე ბრენდიდან მოგვყვებიან და შემდეგ  მეორე და  მესამეზე  გადავიდნენ.  ჩვენი ნაკეთობები იყიდება  საქართველოში  ყველაზე დიდ სასტუმროებში ესენია: ლოპოტა , რედისონი, პარაგრაფი , შატო მერე,  ღვინის  ბიბლიოთეკა,  მარიოტ თბილისი, შერატონი.  ექსპორტზე გადის ესტონეთში, საფრანგეთში ქალაქ კანში, გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან  საფრანგეთთან იტალიასთან აშშ-სთან . ჩვენი მომხმარებლები ძირითადად  არიან დიდი  კომპანიები, რომლებიც კორპორაციულ  შეკვეთას გვაძლევენ,  ასევე  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები და ა.შ.“-  აღნიშნა თამუნა აბულაძემ.



რაც შეეხება საფასო სეგმენტს ღვინის სამკაულების ფასი 80 ლარიდან 490 ლარის  ფარგლებში მერყეობს.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up