მთავარი » კვირის ინტერვიუ » ალერგიის გავრცელება გეომეტრიული პროგრესით იზრდება
როგორ უნდა დავიცვათ თავი ალერგიისგან და რა არის ალერგიის გამომწვევი მიზეზები, ამ თემაზე ალერგია XXI საუკუნის - დირექტორი ირინა მიმინოშვილი გვესაუბრა.

ალერგიის გავრცელება გეომეტრიული პროგრესით იზრდება

გაზაფხული ის სეზონია, როდესაც განსაკუთრებით იმატებს ალერგიული ფონი. როგორ უნდა დავიცვათ თავი ალერგიისგან და რა არის ალერგიის გამომწვევი მიზეზები, ამ თემაზე ალერგლოგიის ცენტრის – ალერგია XXI საუკუნის – დირექტორი ირინა მიმინოშვილი გვესაუბრა.

ქალბატონო ირინა, როგორ ვებრძოლოთ ალერგიას, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება გაზაფხულზე? 

ყველაზე მარტივი ასეთ შემთხვევაში არის ცხვირის გამორეცხვა დღეში რამდენჯერმე ფიზიოლოგიური ან რომელიმე მარილოვანი ხსნარით, სათვალეების ტარება და ხელების ხშირი დაბანა. ეს არის ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ნაკლები ალერგიები შევიდეს ორგანიზმში.

შემდეგი ეტაპი არის, რომ ვიცოდეთ, კონკრეტულად რაზე აქვს ადამიანს ალერგია. ბევრ პაციენტს გონია, რომ ალერგია აქვს იმ ბუსუსებზე, რომელიც გაზაფხულზე ჰაერში დაფრინავს. ამ დროს კი ეს ბუსუსები ხშირად გვევლინება როგორც მექანიკური გამაღიზიანებელი, ხოლო ალერგია არის ხოლმე სულ სხვა რაღაცაზე. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც ყვავილობას იწყებს ბალახი, მრავლდება ობის სოკო და ხეების მტვერი.

როდესაც ვიცით პაციენტს რაზე აქვს ალერგია, დაახლოებით ორი კვირით ადრე იმ მცენარის აყვავებამდე, ან ნივთიერების ჰაერში კონცენტრაციის მომატებამდე საჭიროა პრევენციული მკურნალობის ჩატარება. ეს არის ალერგიული ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით ვაკონტროლებთ სიტუაციას.

ალერგიას ახასიათებს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები. მაგალითისთვის თუ, ადამიანს გარკვეულ მცენარეზე აქვს ალერგია და ის მოლეკულა, რომელიც ამ მცენარეშია  მეორდება გარკვეულ საკვებში ისიც  ალერიგიის გამომწვევი ხდება. ამას ალერგიის ორალურ სინდრომს უწოებენ.  ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი, რომელი მცენარის მტვრის მოლეკულა რომელ საკვებშია. ეს ძირითადად ეხება ხილს და ბოსტნეულს. როდესაც ამ საკვებს გამოვრციხავთ რაციონიდან, სიმპტომების ნაწილი იხსნება.

ალერგია ისეთი დაავადებაა, რომ ზოგადი ფრაზებით ძნელია თავის დაცვა და მკურნალობის წარმატების 50-60% სწორად დასმულ დიაგნოზზე მოდის. 

როგორ მიმდინარეობს ალერგია ბავშვებში?

ალერგენებს ასაკობრივი გრადაცია ახასიათებთ. მცირე ასაკში, ერთ წლამდე უფრო იწყება კვერცხზე და რძეზე ალერგიები და შეიძლება ოთახის მტვრის ტკიპაზე. ორი წლის ასაკიდან ბავშვებში საკვები და ოთახის მტვრის ტკიპა იწევს ხოლმე წინა პლანდე. ამ ასაკიდან შეიძლება შემოვიდეს ხორბალზე, თევზზე და სხვა პროდუქტებზე ალერგია. მცენარეებზე ალერგია უფრო 3-4 წლიდან გვხვდება.

თქვენი დაკვირვებით, როგორი ტენდენცია შეინიშნება, იზრდება თუ იკლებს ალერგიით დაავადებულთა რაოდენობა? 

ალერგიის გავრცელება იზრდება გეომეტრიული პროგრესით. ის ჩვენი საუკუნის პრობლემაა. მე-18-19 საუკუნეებში ქოლერა, შავი ჭირი, ყვავილი და სხვა დაავადებები იყო გავრცელებული. ჩვენმა საუკუნემ მოიტანა გულსისხლძართვთა დაავადებები, შიდსი, სიმსივნე და ალერგია. ცნობილი ფენომენია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, სოფლის მაცხოვრებლებთან შედარებით გაცილებით ალერგიულები არიან მცენარის მტვრის მიმართ.

მაინც რა არის ალერგიის გამომწვევი მიზეზი? არის ეს გენეტიკური, გარემო პირობები, თუ სხვა? 

ალერგია არის ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქცია გარემო-ფაქტორების მიმართ. რატომღაც ორგამიზმი ხდება განწყობილი, რომ გამოიმუშაოს ალერგიული ანტისხეულები. რასაკვირველია, აქ გენეტიკური კოდიც მოქმედებს. თუ დედას აქვს, დაახლოებით 60% შემთხვევაში გადაეცემა შვილს, მამის შემთავხვეაში კი ალბათობა  30-40%-ია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალერგიის გამომწვევ მიზეზები ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …